როგორ შევხდეთ ახალ წელს ბედნიერად - rogor.ge

როგორ შევხდეთ ახალ წელს ბედნიერად

 

შექმენით საახალწლო გარემო. იმისათვის, რომ თქვენ და გარშემომყოფებმა იგრძნოთ ახალი წლის მოახლოვება, შეცვალეთ ოთახის მორთულობა, დადგით ნაძვის ხე, სასურველია ხელოვნური, რათა გაუფრთხილდეთ ბუნებას. შეამაეტეთ ნაძვის ხეს რამოდენიმე ახალი ფერადი სათამაშო. ფერად-ფერადი გირლიანდები, სანათები, წვიმები, სათამაშოებითა და დეკორაციებით დაამშვენეთ ოთახი. ოჯახში სადაც მცირე წლოვანი ბავშვები არიან, მათთავის ეს იქნება სიხარულის მომტანი. გულით და ხალისით მორთეთ სახლი, არა იძულებით, რადგან ეს ასეა მიღებული. საახალწლო სიმღერების კრებული ჩართეთ დაბალ ხმაზე სახლსა და სამსახურში.

 

ტრადიციები. ქართველებს საახალწლოდ ბევრი ტრადიცია გვაქვს. გარკვეული მათგანი ზოგადია, ხოლო ზოგი კონკრეტულად ოჯხიდან გამომდინარეობს და მას მიეკუთვნება. წინასწარ დაგეგმეთ თუ სად შეხვდებით ახალ წელს, როგორც ჩვენთვის სტატისტიკურად ცნობილია უმეტესობა ქართველების ახალ წელს ოჯხში ხვდება, ხოლო შემდეგ მეგობრებთან ერთად იკრიბებიან სხვადასხვა გასართობ ადგილებში. გახადეთ ეს დღე გამორჩეული, შეეცადეთ იყოთ ისეთ ხასიათზე, როგორზეც ყოფნაც მთელი წელი სასიამოვნო იქნება თქვენთვის. სწორად გაანაწილეთ და დაგეგმეთ ბიუჯეტი - გააკეთეთ ყველაფრის ორგანიზება გაურკვევლობებს, რომ არ ჰქონდეს ადგილი.

 

გააკეთეთ შენაძენები საახალწლოდ ბევრი კომპანია, ქართული თუ უცხოური აცხადებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს, შემტეთ ოჯახს ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნივთები. დაიწყეთ ახალი წელი ახალი შენაძენებით. ოჯახის თითოეულ წევრს გაუკეთეთ საჩუქარი, რამეთუ ეს იქნება დასამახსოვრებელი. ყველას უყვარს საჩუქრების მიღება. გაანაწილეთ ბიუჯეტი ისე, რომ თუნდაც მცირედით მოახერხოთ ოჯახის წევრების გახარება. იზრუნეთ მათზე და გაახალისეთ ისინი.

 

შეაჯამეთ ძველი წელი და დაგეგმეთ ახალი! გაიხსენეთ წელს მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ოჯახში. შეფასეთ ობიექტურად და დაგეგმეთ ახალი წელი. გაიაზრეთ სწორად თუ რას ელით, რის მიღწევას ისურვებდით, იქნება ეს სწავლაში წარამატებები, კარიერული წინსვლა თუ სხვა რამ. ძველი პრობლემები და ნერვიულობა დატოვეთ წარსულში, ახალი წლიდან დაიწყეთ ახალი ცხოვრება. გახსოვდეთ! სწორად და გულით ჩაიფიქრეთ სურვილები, ახალი წელი ხომ ამისთვის საუკეთესო დროა.

 

გემრიელი საჭმელი. გურმანებისათვის და ზოგადად ჭამის მოყვრული ადამიანებისათვის ახალი წელი ნამდვილად გამორჩეული დღესასწაულია. განსაკუთრებით საქართველოში მიღებულია გადაბმული ქეიფი და დროსტარება. ოჯახში ნათესავების, ახლო მეგობრების მიღება და შემდეგ მათთან სტუმრობა ეს ქართული ტრადიციების შემადგენელი ნაწილია. შეეცადეთ იყოთ ცოტატი ორიგინალური, განსხვავებული, გაერთეთ, იხალისეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ახალ წელს ხომ ყველა სხვა პრობლემა უკანა პლანზე გადადის. დატკბით რამოდენიმე დღიანი დასვენებითა და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, შეამკეთ სხვადასხვა ორიგინალური კერძებით, ასევე ვინც იცავს მარხვას, გული არ დაიწყვიტოთ, არსებობს ბევრი გემრიელი კერძი რომლის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. რაც შეეხება სასმელს. მიიღეთ ზომიერად, რათა შემდეგ არ გქონდეთ ბახუსი და სხვა პრობლემები ჯანმრთელობაზე. გაუფრთხილდით თავს, თქვენ ბევრ სუფრაზე მოგიწევთ ყოფნა და შეეცადეთ მოზომილად მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი.