როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე - rogor.ge

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე

 

თუ თქვენ გიყვართ სხვადასხვა სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე, მაშინ პირველ რიგში დაფიქრდით, რომელი ფერებით უნდა მორთოთ ის. აუცილებელია იცოდეთ ფერთა გამა, მთავარი ფერები ამ წლის არის ლურჯი, ცისფერი, ყვითელი.

 

ნაძვის ხის მორთვა ჯობია მთელმა ოჯახმა ერთად დაიწყოთ. ამ პროცესით ძალიან სასიამოვნო და დადებით ენერგიას შეიძენთ.

 

შეეცადეთ ნაძვის ხის გაფორმებაში შეიტანოთ ვერცხლისფერი და თეთრი ფერები, ისინი ძალიან უხდება დეკორატიულ ფიფქებს. არ იყიდოთ სტანდარტული სათამაშოები. უფრო ორიგინალურია კაშკაშა ბანტები, ყვავილები, გირჩები, პატარა სახლები, შეგიძლიათ მორთოთ მხოლოდ კანფეტებით. მაგრამ გაითვალისწინეთ ფერები უნდა იყოს, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, ოქროსფერი და ყვითელი.

 

შეგიძლიათ რეტრო სტილში გააფორმოთ ნაძვის ხე, ამიტომ თქვენი ბებიის ან დედის ნაქონი სათამაშოები ძალიან გამოგადგებათ.

 

თუ თქვენ ელოდებით ბავშვს ამ წელს, შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ პატარა საჩხრიალო სათამაშოები.

 

ასევე ძალიან ორიგინალურია მორთოთ ნაძვის ხე მონეტის ფორმის შოკოლადებით.

 

2013 წელს ნაძვის ხე უნდა იყოს როგორც ცოცხალი, ამიტომ ეცადეთ გამოიყურებოდეს ბუნებრივად.

 

თუ თქვენ აპირებთ ნაძვის ხე დადგათ ოთახის ცენტრში, მაშინ სათამაშოები პროპორციულად უნდა გაანაწილოთ. ელექტრონული ნათურები მანამდე უნდა ჩამოკიდოთ სანამ სათამაშოებს გაანაწილებდეთ.

 

თუ გინდათ ნაძვის ხის მორთვა იაპონურ სტილზე, მაშინ არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარი ფერები არის მწვანე, ლურჯი, რუხი, შავი, ოქროს და ვერცხლის ფერები.

 

2013 წელი არის შავი წყლის გველის, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ხე პატარა ბურთებით გველის გამოსახულებით, თქვენი გამოჭრილი და შეკერილი სათამაშოებით. თუ გინდათ, რომ ნაძვის ხე გამოიყურებოდეს ორიგინალურად, არ აურიოთ ხის და შუშის სათამაშოები. აუცილებლად უნდა აირჩიოთ სტილი და მიმდინარეობა მოსართავად.

 

ნაძვის ხე უნდა დადგათ სამხრეთ-დასავლეთით. ხოლო ოთახი შეგიძლიათ გაალამაზოთ ხელით დამზადებული სანთლებით.

 

სანთლები სახეხზე გახეხეთ წითელი ან რომელიმე ფერის უბრალო სანთელი. მოათავსეთ რკინის ჯამში. მასში აურიეთ ნაძვის წიწვები და ეს ყველაფერი ნელ ცეცხლზე დადგით. აუცილებლად ურიეთ. შეგიძლიათ დაამატოთ გირჩის ნატეხები. გამოსული ნახარში ჩაასხით რკინის ჭიქებში და გაუკეთეთ ძაფი. როცა თქვენი სანთელი გაცივდება, ოდნავ შეაცხელეთ, რომ ადვილად გადმოიღოთ. ხელით დამზადებული სანთლები ძალიან საინტერესო და ეფექტური იქნება. ეცადეთ ბევრი წიწვები არ ჩაყაროთ გამდნარ სანთელში.