როგორ მივიყვანოთ ქალი ორგაზმამდე - rogor.ge

როგორ მივიყვანოთ ქალი ორგაზმამდე

 

მამაკაცის სურნელი როდესაც საკითხი უკვე სექსზეა მიმდგარი და ემზადებით პროცესის დაწყებისთვის, აქ უკვე ქალისთვის 5 გრძნობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გრძნობა სწორედ, რომ ყნოსვაა და მისი პარტნიორის სურნელით აღგზნება. კარგია თუ სურნელისთვის გამოიყენებთ მუშკის სუნამოს, მუშკის სუნი იწვევს ქალში ისეთივე ეფექტს, როგორც მაგალითად ტესტოსტერონის სუნი, ანუ ზრდის მის ლიბიდოს (ვნებას).

 

პრელუდია აუცილებელია სანამ სექსის უშუალო პროცესამდე გადახვიდოდეთ, აღაგზნოთ სუსტი სქესის პარტნიორი, სწორედ ამ პროცესს ეწოდება პრელუდია. ყველა ქალს აქვს ინდივიდუალური ეროგენული ზონა, თუმცა უმეტესობას მაინც აქვს რაღაც საერთო: - კისერთან ვნებიანი კოცნა (კისრის მიდამოებით დაიწყეთ და ნელ-ნელა ჩამოყევით კისრის დასასრულამდე); - ყურის ბიბილოს ნაზი მასაჟი (ტუჩებში კოცნის დროს მოეფერეთ და გაუკეთეთ ნაზი მასაჟი მის ბიბილოებს); - თმებზე ნაზად მოფერება (ტუჩებში კოცნის დროს მოეფერეთ ნაზი შეხებით მის თმებს); - მკერდზე მოფერება და კოცნა (ხელით მოეფერეთ მის მკერდს, შემდეგ ნაზად აკოცეთ ძუძუს თავებზე და თითებით ასტიმულირეთ); - მუცელზე კოცნა; დაიმახსოვრეთ: პრელუდია რაც მეტია - აღგზნებაც მეტია, ხოლო აღგზნება თუ მეტია - მიზნის განხორციელების ალბათობაც მეტია.

 

გაახურეთ მისი ფეხები ჰოლანდიის გრონინგენის უნივერსიტეტის მეცნიერები (Groningen University) ამტკიცებენ, რომ რაც უფრო გახურებულია ქალის ფეხები და მისი ფეხის გულები, 30%-ით მეტს ხდის ალბათობას იმისას, რომ ქალი სექსის დროს მიაღწევს ორგაზმს. ამრიგად, თუ დაუმასაჟებთ ფეხებს და საკმარისად გაახურებთ მის ფეხის გულებს, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავთ იმისთვის, რომ პარტნიორი მიიყვანოთ დაუვიწყარი სექსის განცდებში. ასევე არსებობს თეორია იმისა, რომ "წინდებში" სექსის დროსაც მეტია ალბათობა ორგაზმამდე მისვლის, ამიტომ სცადეთ, სცადეთ და კიდევ ერთელ სცადეთ...

 

ეჩურჩულეთ ყურში ქალს როდესაც ეჩურჩულებით ყურში და გრძნობს/ისმენს თქვენს სუნთქვას, ის შინაგად უკვე იღგძნება, ხოლო თუ ამ მეთოდს ვნებიან საღამოს დაამთხვევთ, კიდევ უფრო მეტად აღიგზნება თქვენი პარტნიორი, რაზეც მისი გაფართოებული თვალის გუგები იმეტყველებს.

 

G-Spot (G წერტილი) ქალის "მაგიური წერტილი", ყველა ქალს ვაგინაში ინდივიდუალურ ადგილას აქვს განთავსებული G-Spot, თუმცა საშუალოდ ის მდებარეობს 2.5-დან 7.6 სმ-მდე, ვაგინის ზემოთა მხარეს (ურეთრას მხარეს). მისი სტიმულირება შესაძლებელია ნაზად საჩვენებელი თითით. თუ შეძლებთ მის სტიმულირებას და შემდეგ დაკავდებით სექსით, ჯი-წერტილისთვის შერჩეული პოზით, ქალის სიამოვნებას საზღვარი არ ექნება! იხილეთ ვიდეო G-Spot-ის სტიმულირებაზე იხილეთ ჯი-წერტილისთვის სასურველი პოზები

 

დამატებითი რჩევები მამაკაცებს - კარგი იქნება თუ გაიხანგრძლივებთ ეაკულაციამდე მისვლის პერიოდს; - კარგი იქნება თუ არ დაკმაყოფილდებით პირველი ეაკულაციით და გააგრძელებთ იგივე ტემპით. შეგიძლიათ უყუროთ ვიდეო გაკვეთილებს Jelqing ვარჯიშებზე, რომელიც დაგეხმარებათ როგორც პენისის მოცულობით გაზრდაში, ასევე მის გაძლიერებაში და ეაკულაციის გახანგრძლივებაშიც. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური (უსაფრთხო და სერტიფიცირებული) პენისის გასადიდებელი ხელსაწყოები Penis Extender თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ პენისის ნორმალური (13.5-16 სმ) ზომა, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ქალს განაცდევინოთ ის შეგრძნება, რასაც უმეტესი ქალი ვერც კი ინატრებს მიუხედავათ პარტნიორის "სიამაყის" ზომისა.