კომპიუტერი და ინტერნეტი

ინტერნეტი

სოციალური ქსელები

როგორ გავიგოთ ვინ ამოგვშალა მეგობრებიდან Facebook–ზე (FireFox)

როგორ გავიგოთ ვინ ამოგვშალა მეგობრებიდან Facebook–ზე (FireFox)

ავტორი: საბა მდივნიშვილი

"Unfriend Finder for Facebook" არის - როგორც იტყვიან ხოლმე: "პატარა და მუშა" სკრიპტი იმის გასაგებად, თუ ვინ ამოგშალათ მეგობრებიდან Facebook–ზე. იგი ყენდება ბრაუზერებზე: Google Crome, Mozilla Firefox, Opera, Safari და Internet Explorer. ამ სტატიაში ჩვენ Mozilla Firefox-ზე შევჩერდებით.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • Mozilla Firefox

საფეხურები

  1. 1
    პირველ რიგში საჭირო იქნება Greasemonkey-ის დაყენება. შევდივართ Firefox-ის Add-on-ების გადმოსაწერ გვერდზე და ვაჭერთ Add To Firefox.

    | Greasemonkey-ის დასაყენებელი გვერდის ბმული |
  2. 2
    გახსნილ ფანჯარაში ველოდებით წამზომს და ვაჭერთ Install-ს.
  3. 3
    შემდეგ გადატვირთეთ (გამორთეთ და ჩართეთ) Firefox, გადადით მითითებულ ბმულზე და დააკლიკეთ Install-ს.

    | სკრიპტის დასაყენებელი გვერდის ბმული |
  4. 4
    გამოჩნდება პატარა ფანჯარა, რომელზეც ისევ უნდა დააჭიროთ Install-ს.
  5. 5
    მიზანი მიღწეულია, შეგიძლიათ კმაყოფილი გამომეტყველებით შეხვიდეთ Facebook-ის გვერდზე და დატკბეთ მიღებული შედეგით. გისურვებთ წარმატებებს !
  6. 6 იმ შემთხვევაში თუ იყენებთ სხვა ბრაუზერს - იხილეთ:

    Google Chrome

    Safari

    Internet Explorer

    Opera