როგორ გავიგოთ ვინ ამოგვშალა მეგობრებიდან Facebook–ზე (Opera)

"Unfriend Finder for Facebook" არის - როგორც იტყვიან ხოლმე: "პატარა და მუშა" სკრიპტი იმის გასაგებად, თუ ვინ ამოგშალათ მეგობრებიდან Facebook–ზე. იგი ყენდება ბრაუზერებზე: Google Crome, Mozilla Firefox, Opera, Safari და Internet Explorer. ამ სტატიაში ჩვენ Opera-ზე შევჩერდებით.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- Opera
საფეხურები
- 1 ჩვენთვის საჭირო სკრიპტის და დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოწერა და შენახვა. C დისკზე შექმენით საქაღალდე (Folder) სახელად UserScripts. (მისამართი იქნება C:\UserScripts)
გადმოიწერეთ ფაილი unfriend_finder.user.js და შეინახეთ ეხლახანს შექმნილ საქაღალდეში.
| ფაილის გადმოსაწერი ბმული - 2 პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ გახსენით Opera და მიჰყევით Preferences ->Tools -> Preferences -> Advanced -> JavaScript Options....
- 3 გახსნილი ფანჯრის ველში მიუთითეთ ის მისამართი, სადაც შეინახეთ ფაილი. ჩვენს შემთხვევაში C:\UserScripts და შემდეგ OK. გადატვირთეთ (Refresh) გვერდი.
- 4 იმ შემთხვევაში თუ იყენებთ სხვა ბრაუზერს - იხილეთ:
Google Chrome
Firefox
Internet Explorer
Safari
გაფრთხილებები
- თქვენი დაცვის მიზნით ჯავასკრიპტი იბლოკება ოპერაში შემდეგ გვერდზე: HTTPS: protocol.
- თუ გსურთ მისი გაშვება ანუ JavaScript-ის ნებართვა გვერდებზე, თქვენ უნდა ჩართოთ User Javascript HTTPS -ზე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ აქედან: opera:config.
- თუ თქვენ ჩართავთ ამ ფუნქციას enable User JavaScript on secure pages, თქვენ გადმოწერილი ფაილი უნდა განათავსოთ User JavaScripts საქაღალდეში.
- ამ ფუნქციის ჩართვის შემთხვევაში, ყოველ დაცულ გვერდზე შესვლისას დაგჭირდებათ ნებართვის გაცემა, რომ გაეშვას ეს პროგრამა..