როგორ გავიგოთ ვინ ამოგვშალა მეგობრებიდან Facebook–ზე (Chrome)

"Unfriend Finder for Facebook" არის - როგორც იტყვიან ხოლმე: "პატარა და მუშა" სკრიპტი იმის გასაგებად, თუ ვინ ამოგშალათ მეგობრებიდან Facebook–ზე. იგი ყენდება ბრაუზერებზე: Google Crome, Mozilla Firefox, Opera, Safari და Internet Explorer. ამ ინსტრუქციაში ჩვენ Google Crome-ზე შევჩერდებით.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- Google Chrome
საფეხურები
- 1 ეწვიეთ საიტს, რომელზეც არის განთავსებული ჩვენთვის საჭირო სკრიპტი და დააჭირეთ ღილაკს Install
| სკრიპტის დასაყენებელი საიტის ბმული | ბმული2 - 2 Google Crome მოგთხოვთ თქვენი გადაწყვეტილების დადასტურებას, რისთვისაც შაჭიროა ქვევითა მარცხენა კუთხეში დასმულ შეკითხვაზე დააჭიროთ ღილაკს Continue
- 3 დარჩა მხოლოდ საბოლოო მოქმედება სკრიპტის დასაყენებლად. ეს არის გამოსულ ფანჯარაში Add ღილაკზე დაკლიკება, რის შემდეგაც პროგრამა მზად იქნება სკრიპტის გამოყენებისთვის.
- 4 მიზანი მიღწეულია, შეგიძლიათ კმაყოფილი გამომეტყველებით შეხვიდეთ Facebook-ის გვერდზე და დატკბეთ მიღებული შედეგით. გისურვებთ წარმატებებს !
- 5 იმ შემთხვევაში თუ იყენებთ სხვა ბრაუზერს - იხილეთ:
Safari
Firefox
Internet Explorer
Opera