პირველადი დახმარება - rogor.ge

როგორ უნდა გააკეთოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია სწორად, გულის გაჩერების შემთხვევაში

გულის გაჩერება გარდაცვალების დროს ვითარდება. გული აღარ ცემს, წყდება სუნთქვა, რაც სხეულის ჟანგბადით მომარაგების აუცილებელი პირობაა. ზოგჯერ, გულის გაჩერების შემდეგ პირველ წუთებში, ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელია. თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია მოხსენიებულის ალბათობა, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში, ტვინის დაზიანებაა მოსალოდნელი. გულის გაჩერებიდან 5 წუთზე მეტის გასვლის შემთხვევაში სავარაუდოა ტვინის დაზიანება, ხოლო 10 წუთზე მეტის გასვლისას – ტვინის სიკვდილი. 5%-ზე ნაკლებია გადარჩენის შანსი, თუ გულის გაჩერების გამო პირი დროულად არ იქნება ჰოსპიტალიზებული; გადარჩენის შემთხვევაში, კლინიკიდან გაწერისას, მათ უმრავლესობას ტვინის დაზიანება აღენიშნება.

გულის გაჩერების დროს დაზარალებული უძრავად წევს, არ სუნთქავს, არ პასუხობს კითხვებს, არ რეაგირებს გამღიზიანებელზე, როგორიცაა შენჯღრევა. როდესაც დახმარების გამწევი ამგვარ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს ხვდება, პირველ რიგში, განსაზღვრავს, აქვს თუ არა მას შენარჩუნებული ცნობიერება – ხმამაღლა ეკითხება: "ცუდად ხომ არ ხართ?" თუ პასუხი არა არის, დამხმარე დაზარალებულს გულაღმა აწვენს და "ვხედავ, ვუსმენ, შევიგრძნობ" მეთოდით საზღვრავს, სუნთქვა შეჩერებულია თუ არა:

  • "ვხედავ" – გულმკერდის მოძრაობის დანახვა;
  • "ვუსმენ" – სუნთქვის ხმიანობის მოსმენა;
  • "შევიგრძნობ" – ამონასუნთქი ჰაერის ნაკადის შეგრძნება კანზე.

თუ ადამიანი არ სუნთქავს, დახმარების გამწევი პირის ღრუსა და ყელს ათვალიერებს იმის შესამოწმებლად, ხომ არ არის დახშული სასუნთქი გზები უცხო სხეულით.

პირველი სამედიცინო დახმარება მზით დამწვრობის დროს

მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება და შედეგად შეიძლება გადახურება, ე.წ. მზის დაკვრა ან მზით დამწვრობა მივიღოთ.

პირველი სამედიცინო დახმარება დამწვრობის დროს - როგორ მოვიქცეთ

დამწვრობისას პირველი დახმარების წესების გაცნობამდე თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ფართობს მოიცავს ესა თუ ის დამწვრობა, რა სიღრმისაა და რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს.

რა უნდა გავაკეთოთ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში

ამ ტიპის ალერგიული რეაქცია ალერგიის ყველაზე საშიშ გამოვლინებად არის აღიარებული. ანაფილაქსიური შოკი ელვისებური განვითარებით ხასიათდება. გამომწვევ მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს ნებისმიერი ალერგენი, მაგრამ ყველაზე ხშირად ანაფილაქსიური შოკი ვითარდება სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, მტვრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ან მწერთა მრავლობითი ნაკბენის შედეგად. ამ ალერგიული რეაქციის დროს ვლინდება ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ხანმოკლე აგზნება, რის შედეგადაც მათი ფუნქციები ითრგუნება.

როგორ მოვიქცეთ საკვებით მოწამლვისას?

საკვებით მოწამლვის სიმპტომები, მისი მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ვლინდება. სიმპტომები იწყება სპაზმებით მუცელში, რასაც თანდათან ტკივილი და ღებინება ემატება. ხშირად საკვების მოწამვლა გულისრევას და დიარეას იწვევს. პაციენტმა შეიძლება დაკარგოს გონება და მუცლის ტკივილმა შეაწუხოს. მოწმალვა შესაძლებელია მოხდეს ვადაგასული, უხარისხო საკვებით, ან ალკოჰოლით. ასეთ შემთხვევაში კი აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ აღმოვუჩინოთ ავადმყოფს სასწრაფო დახმარება. იმისთვის, რომ მოწამლვამ უფრო სერიოზული ფორმები არ მიიღოს, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას და იხელმძღვანელეთ მის მიხედვით.

როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება - დამწვრობის დროს

ყველა სახის დამწვრობას აერთიანებს კანის ერთი ან რამდენიმე ფენის დაზიანება. თუმცა, დამწვრობის დროს, პირველადი დახმარების სწორად გასაწევად აუცილებელია გავითვალისწინოთ კანის საფარის დაზიანების ხარისხი და ფაქტორი, რომელიც გახდა დამწვრობის მიზეზი. იქნება ეს ორთქლი, ცხელი წყალი, ცეცხლის ალი, ქიმიური ნივთიერება, მჟავა ან ტუტე.

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს (ზოგადი პრინციპები)

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც შემთხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და პირველ წუთებში მარტო ხართ. რა არის პირველი დახმარება? - ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება ინსულტის დროს

ეს არის ჩინელი პროფესორის რჩევა. სახლში იქონიეთ შპრიცი ან ქინძისთავი.ეს ინდივიდუალური და არატრადიციული მეთოდი დაგეხმარებათ ინსულტისგან მსხვერპლის გადარჩენაში. წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია ბოლომდე და ამის შემდეგ გაუზიარეთ იგი სხვას, რადგან შეიძლება ჩვენმა გაზიარებულმა ცოდნამ ერთ დღეს ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

როგორ გავაყუჩოთ დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილი

დამწვრობები თავისი ზემოქმედების ფაქტორით იყოფა 3 ტიპად: თერმული, ქიმიური და მზისგან მიღებული. შედარებით ხშირია თერმული დამწვრობების რაოდენობა (მაგალითად, სხეულზე მდუღარე წყლის მოხვედრა, ცეცხლზე დაწვა, გახურებულ ნივთებთან შეხება). დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე (ტემპერატურა და მოქმედების ხანგრძივობა) გამოარჩევენ სხვადასხვა ხარისხებს. იქამდე, სანამ დაიწყებდეთ ტკივილის გაყუჩებას, შეასრულეთ პირველადი დახმარებისათვის საჭირო პროცედურები და გამოიძახეთ სასწრაფო.

როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ადამიანს, რომელიც იხრჩობა

საცურაო სეზონის გახსნასთან ერთად ყოველთვის იმატებს წყალში მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი. გასაჭირში მყოფი ადამიანის დასახმარებლად საჭიროა ცურვისა და ჩაყვინთვის კარგად ცოდნა, ასევე იმის, თუ როგორ დაეხმაროთ ნაპირზე გამოყვანილ ადამიანს.