ზოგჯერ მენსტრუალური ციკლი ჩვენთვის არასასურველ დროს გვეწყება, მაგალითად, თუ შვებულების დროს ზღვაზე მივდივართ, ან აუზზე. მაგრამ ამის გამო უარი არ უნდა თქვათ დასვენებაზე. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ შეგიძლიათ იცურაოთ ამ პერიოდში.
მენსტრუაცია ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და რაც უფრო მომზადებული იქნება გოგონა, ნაკლებად ტრავმული იქნება მისთვის პირველი სისხლდენა. მენსტრუაცია საშუალოდ 12 წლიდან იწყება, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია: ზოგიერთი გოგოსთვის ის შეიძლება დაიწყოს 9 წლის ან 15 წლის ასაკში.
რაც უფრო მალე უამბობთ გოგონას ამ პროცესის შესახებ, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის ყველაფრის გამკლავება. მენსტრუაციას ხომ ყოველთვიურად არა მხოლოდ სისხლდენა, არამედ ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებებიც ახლავს.
მაშ, როგორ და როდის უნდა უთხრათ გოგონას მენსტრუაციის შესახებ?
თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ მენსტრუაციის დაჩქარება, მაშინ გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია. მენსტრუაციის დასაჩქარებლად საჭიროა სამკურნალო მცენარეების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე ალერგიული არ ხართ.
მენსტრუალურ ჭიქაში გამონადენის გაცილებით დიდი რაოდენობა ეტევა, ვიდრე ტამპონსა ან საფენზე. საშუალოდ, ჭიქის თავსებადობა 25-37 მლ-ია. ბევრ ქალს ჰგონია, რომ მისი გამონადენი უხვია, მაგრამ, სინამდვილეში, საშუალოდ დღეში იგი 30-დან 120 მლ-ამდე გამონადენს კარგავს (2-8 სუფრის კოვზი). ამასთანავე, 60 მლ-ზე მეტი გამონადენი უკვე უხვად მიიჩნევა.
არავის უყვარს გრძელი ფრენები, მაგრამ თუ მენსტრუაციის დროს გიწევთ ფრენა, ჰიგიენური საშუალებების შეცვლაზეც უნდა იდარდოთ. საბედნიეროდ, თვითმფრინავებს აქვთ მინიმუმ ერთი ტუალეტი და თქვენ შეგიძლიათ თან წაიღოთ სხვადასხვა სახის ჰიგიენის საშუალებები, რომ თქვენი ფრენა კომფორტული იყოს.
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.აღნიშნულ სიტუაციაში არსებობს გამოსავალი და შესაძლებელია თვიურის დაჩქარება. უნდა აღინიშნოს, რომ მენსტრუალური ციკლის იძულებითი დარღვევა, განსაკუთრებით, თუ ეს რეგულარულად ხდება, შეიძლება ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ რეაგირებს ორგანიზმი ფიზიოლოგიური პროცესების ხელოვნურად დარღვევაზე.
პირველი, რაც ამ შემთხვევაში მოიშლება, ჰორმონული ფონია, რაც ქალის ორგანიზმისთვის შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს. ამიტომ, თვიურის დაჩქარება უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.
მენსტრუაციის დაჩქარების ერთ-ერთი გზა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებაა, მათ დალევას იწყებთ ციკლის დაწყების სასურველ ვადამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე და ერთი კვირის შემდეგ წყვეტთ. როგორც კი ამას გააკეთებთ მენსტრუაცია დიდ ხანს აღარ გალოდინებთ.
სპაზმი და მუცლის ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს ბევრი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა. სტატიაში გასწავლით რამდენიმე მეთოდს, რომლებიც სპაზმის მოხსნაში დაგეხმარებათ.
პრობლემა, რომელსაც ერთხელ მაინც აწყდება ქალი ცხოვრებაში - უსიამოვნო სუნი საშოდან დიდ დისკომფორტს ქმნის და შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგაყენოთ. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მათ აღმოსაფხვრელად უნდა ვიცოდეთ მათი მიზეზები და ამ მიზეზებიდან გამომდინარე შევძლებთ მასთან გამკლავებასაც. ამ სტატიაში წაიკითხავთ ინტიმური ჰიგიენის დაცვის წესების, უსიამოვნო სუნის მიზეზებისა და მისი აღკვეთის გზების შესახებ.
დედობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეგნებულად ხდება და არ არის გართულებული სხვადასხვა დაავადებებით, ნებისმიერ ქალს ანიჭებს სიხარულს, ხოლო იმისათვის, რომ უკეთ დაიცვათ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობა, დროულად უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკა. გახსოვდეთ, რომ აფთიაქში შეძენილ ტესტებს ყოველთვის არ შეიძლება, ენდოთ. არცერთი ტესტი არ შეცვლის კვალიფიციურ შემოწმებას და ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. გარდა ამისა, თუ აქტიურ პირად ცხოვრებას ეწევით, ორსულობის დიაგნოსტიკა ადრეულ ვადებში უაღრესად მნიშვნელოვანია.
მენსტრუალური ციკლის დარღვევისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. ქალებმა იციან, თუ როგორი უსიამოვნოა ეს - შეფერხებები ვადებში, ზედმეტი ტკივილები, სისხლის ძალზე დიდი რაოდენობა. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამოდენიმე ხალხური რეცეპტი, რომელიც მოკლედ გადმოცემულია ინსტრუქციის სახით.
მენსტრუაციის დროს აუცილებელია ქალის ჰიგიენური წესების დაცვა. ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გარეთა სასქესო ორგანოებისა და თეთრეულის სუსუფთავე. მენსტრუალური სისხლი მიკრობებისთვის კარგი საკვები ნიადაგია. ინფექცია ადვილად შეიძლება შეიჭრას საშვილოსნოს ყელში, აქედან კი საშივილოსნოს მილებში. ამის გამო შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ანთება.