როგორ გათავისუფლდეთ გულძმარვისგან ორსულობის პერიოდში
ორსულობის პერიოდში შეიძლება გაწუხებდეთ გულძმარვა. ჩვენ გეტყვით, როგორ გათავისუფლდეთ.
ორსულობის პერიოდში შეიძლება გაწუხებდეთ გულძმარვა. ჩვენ გეტყვით, როგორ გათავისუფლდეთ.
რა იწვევს გულძმარვას? გულძმარვის მიზეზი კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას გადმოსროლაა.ჩვეულებრივ, ყელსა და მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნება არასწორი კვების შედეგად აღმოცენდება, მისი მიზეზია აგრეთვე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ზოგჯერ - მეტისმეტად მოჭერილი ქამარი და ასევე ორსულობა.
თუ გულძმარვა რეგულარულად გაწუხებთ (კვირაში ერთზე მეტჯერ, ცხოვრების ჩვეული წესის დაცვის მიუხედავად), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა გამოსარიცხად აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.
მთავარია, წვის შეტევის დროს მოიხსნათ ეს უსიამოვნო შეგრძნება, მით უფრო, რომ წვას ხშირად ტკივილიც ერთვის. ამისთვის სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:
როგორ დავაღწიოთ თავი გულძმარვას
გულძმარვის მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი რაოდენობით მიღებული საჭმელი, ზედმეტად ცხიმიანი კერძი, ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, მკვახე ხილი. ის უფრო დაღლილ და მშიერ ადამიანს ემართება, როდესაც ადამიანი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს და მერე ერთბაშად ვახშმად იღებს საკვების დიდ რაოდენობას. უჩვეულო საკვებს მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. სფინქტერის ტონუსის დაქვეითება შესაძლოა მთელმა რიგმა ფაქტორებმა გამოიწვიოს: ალკოჰოლმა, კოფეინმა, ცხარე და მჟავე საკვებმა და ა.შ