როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას

წყალი - ყველაზე მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. ერთი ჭიქა თბილი წყალი ბუნებრივად აქვეითებს მარილმჟავას კონცენტრაციას კუჭში (ერთგვარად განაზავებს მას) და ამცირებს გულძმარვას. მთავარია, წყალი დამდგარ ან დამჯდარ მდგომარეობაში დალიოთ და ამის შემდეგ არ წამოწვეთ.

სოდა - აიღეთ 200 მლ წყალი და გახსენით მასში ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებული ნარევი ყლუპ-ყლუპად (მცირე ულუფებით) დალიეთ. სოდა ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა გამოიყენოთ. მისი რეგულარულად მოხმარება არასასურველია. სოდის გამოყენების მეთოდი უკუნაჩვენებია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

გააქტიურებული ნახშირი - სრულიად უსაფრთხოა. მისი მიღება ორსულებსაც კი შეუძლიათ. ის კუჭში ჭარბ მარილმჟავას ბოჭავს და გულძმარვაც ქრება. ნახშირის რამდენიმე აბს წყალი უნდა მიაყოლოთ. მეტი ეფექტიანობისთვის დანაყეთ 10 აბი ნახშირი, გახსენით 100-150 მლ რძეში და ერთბაშად დალიეთ. ერთადერთი უსიამოვნო შედეგი, რაც ნახშირის მიღებას შეიძლება მოჰყვეს, ნაწლავთა ფუნქციის ცვლილებაა, ასე რომ, ამ მეთოდს რეგულარულად ნუ მიმართავთ. გაგრძელება