ეს არის მოკლე ტექსტი, რომელიც განმარტავს, თუ რატომ უნდა განიხილოს თქვენი კანდიდატურა კომპანიამ. შესაფერისი ტექსტი არ იძლევა დასაქმების გარანტიას, მაგრამ გეხმარებათ გამოირჩეოდეთ სხვა კანდიდატებისგან.
ალბათ ხშირად გსმენიათ სამოტივაციო წერილის (Cover Letter, Motivation Letter) შესახებ ინტერნეტში თუ ტელევიზიაში, მაგრამ ხშირად ეს ინფორმაცია მცდარია და რატომღაც ყველა ასოციაციას უკეთებს სამოტივაციო წერილს რეზიუმესთან (CV-თან), ამავდროულად რეკომენდაციას გიწევენ, რომ სამოტივაციო წერილში დაურთო შენი საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობა და ა.შ. ჩნდება კითხვა, თუ CV-ში იგივე მიწერია, რა საჭიროა სამოტივაციო წერილი და საერთოდ რა ფენომენია? სამოტივაციო წერილის აზრია დააჯეროს და სწორი გადაწყვეტილება მიაღებინოს (თქვენი სახით) იმ ადამიანს, რომელიც კითხულობს ამ წერილს, არ აქვს მნიშვნელობა HR იქნება ეს, მენეჯერი, დირექტორი, რექტორი თუ სხვა პროფესიის. სამოტივაციო წერილი შეიძლება გაუგზავნოთ ბიზნეს პარტნიორს, უნივერსიტეტში რექტორს ნებისმიერ საკითხზე და სხვა. სწორედ აქედან გამომდინარე არ არსებობს ამ წერილის კონკრეტული ფორმა, რის მიხედვითაც გაუგზავნით ყველა სუბიექტს. ლოგიკურია, როდესაც მისამართი ბიზნეს პარტნიორთანაა სხვა ფორმის უნდა იყოს, რექტორთან სხვა ფორმის და სამსახურში ჩარიცხვისთვის HR-თან სხვა ფორმის.
ამრიგად, კონკრეტულ ინსტრუქციაში/სტატიაში ჩვენ განვიხილავთ იმ ასპექტებს, რომელიც აუცილებელია შეასრულოთ როგორც ფსიქოლოგიური გათვლით, ისე ფორმალურობით, იმისთვის, რომ დაარწმუნოთ კონკრეტულ საკითხში წერილის მიმღები.
სამოტივაციო წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება. რეზიუმეზე დართულ სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს რეზიუმეში.