როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, რომელიც მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას - rogor.ge

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, რომელიც მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას

ინტერნეტიდან შაბლონები შეიძლება გამოიყენოთ ნიმუშად, მაგრამ არა ზუსტად დაკოპირებული. დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს შთაბეჭდილება, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ კონკრეტული კომპანით. წერილს უნდა ჰქონდეს მკაფიო სტრუქტურა.

მიესალმეთ

თუ ვაკანსია მოიცავს კონკრეტული სპეციალისტის მონაცემებს, შეგიძლიათ მიმართოთ მას სახელით.

მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით მონაცემებს

ხშირად რეკრუტერი მუშაობს რამდენიმე ვაკანსიაზე. თუ თქვენს რეზიუმეს აგზავნით ელექტრონული ფოსტით, სათაურის ველში მიუთითეთ კონკრეტული პოზიცია. მოერიდეთ რთულად ფორმულირებულ ფრაზებს.

დაწერეთ რატომ ხართ შესაფერისი ამ თანამდებობისთვის

უმჯობესია არ მოხდეს ინფორმაციის დუბლირება, რომელიც უკვე არის რეზიუმეში. დაამატეთ მეტი სპეციფიკა.

ისაუბრეთ გამოცდილებაზე

მაშინაც კი, თუ ადრე მუშაობდით სხვა სფეროში, შეეცადეთ გამოყოთ ის უნარები, რომლებიც გამოგადგებათ ახალ ადგილას.

დაამატეთ ბოლო ნაწილი

დაწერეთ, რომ მზად ხართ გასაუბრებაზე მისასვლელად და მიუთითეთ საკონტაქტო. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესად დაწეროთ სამოტივაციო:

  • შემოიფარგლეთ მოკლე აბზაცებით. რეკრუტერს შეუძლია დღეში ათობით რეზიუმეს დათვალიერება და რამდენიმე გვერდის წაკითხვის დრო არ აქვს.
  • დაიცავით „ერთი აბზაცი, ერთი აზრის“ წესი. ტექსტი, რომელშიც ავტორი ერთი იდეიდან მეორეზე გადადის, ძნელად იკითხება.
  • შეამოწმეთ მართლწერა და პუნქტუაცია. რეკრუტერების დაახლოებით 77% უარყოფს რეზიუმეს, თუ ის შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს.

რაზე არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება

თუ დიდი ხანია არ გიმუშავიათ, არ შეავსოთ ხარვეზები არარსებული გამოცდილებით. ზოგიერთი კომპანია ამოწმებს განმცხადებლებს და თაღლითობა შეიძლება გამოვლინდეს. წერილში უთხარით, რომ დასაქმებული იყავით დროებით პროექტზე ან სწავლობდით. ზოგჯერ "შესვენება" პირადი მიზეზების გამო ხდება, ამ შემთხვევაში სჯობს სიმართლის დაწერა, ვიდრე თქვენ მიერ გამოგონილი არარსებული ინფორმაციის.

სამოტივაციო წერილში აუცილებლად ზედმეტი იქნება:

  • პირადი ინფორმაცია. თუ დამსაქმებელი დაინტერესდება, როდის დაქორწინდით და რა არის თქვენი გატაცება, ის ამის შესახებ გასაუბრებაზე გკითხავთ.
  • შეუსაბამო გამოცდილება. თუ 18 წლის ასაკში მუშაობდით მერჩენდაიზერად და ახლა გსურთ გახდეთ ბიზნეს ანალიტიკოსი, შეგიძლიათ გამოტოვოთ კარიერის ეს ეპიზოდი.
  • ფინანსური მოლოდინები. უმჯობესია ამის პირადად განხილვა. სხვათა შორის, თუ პროფესიის შეცვლა განპირობებულია იმით, რომ წინა თანამდებობაზე შემოსავალი არ გაკმაყოფილებდათ, ეს პირდაპირ არ უნდა განაცხადოთ.