ფინანსები და ეკონომიკა - rogor.ge

როგორ მოვიფიქროთ ბიუჯეტური სტარტაპის იდეა

ბიუჯეტური სტარტაპის იდეის შემუშავება მოითხოვს კრეატიულობას, ბევრ ინფორმაციას და სტრატეგიულ აზროვნებას. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სტარტაპის იდეის შემუშავებაში.

როგორ დააგროვოთ ფული დაბალი ხელფასის დროს

ზოგს მიაჩნია, რომ დაბალი ხელფასის შემთხვევაში ფულის დაგროვება შედეგს არ იძლევა, მაგრამ ასე არ არის. ხარჯების მკაცრი აღრიცხვა, იმის გაგება, თუ სად მიდის თქვენი ფული, საუკეთესო საშუალებაა თავი აარიდოთ გამოუვალ სიტუაციებს და თუნდაც გადადოთ დანაზოგი. მთავარია ქმედებების კანონზომიერება და იმის გაგება, თუ რა მიზნით აკეთებთ ამას.

როგორ მოიქცეთ, თუ ხელფასამდე ყოველთვის გეხარჯებათ ფული

ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომ ხელფასამდე რამდენიმე დღით ადრე ფული გვითავდება. ეს ხდება მაშინაც, როცა შემოსავალი ოდნავ იზრდება, მაგრამ სცენარი იგივე რჩება. ზოგჯერ საკმარისია შეცვალოთ რამდენიმე ფინანსური ჩვევა, რათა შეამციროთ ხარჯები და გონივრულად გაანაწილოთ ფული მთელი თვის განმავლობაში.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბინა დიდხანს ვერ იყიდება?

ბინის გაყიდვისას აუცილებელია მიუთითოთ ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია ბინის შესახებ, რაც მაძიებელს მასზე სწორ წარმოდგენას შეუქმნის და ადგილზე მოსულს უსიამოვნო სურპრიზები არ დახვდება. განცხადებისა და რეალობის შესაბამისობა საკვანძოა ბინის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას. რასაკვირველია, ყველა გამყიდველს სურს, რომ განცხადებაში თავისი ბინის პლუსები ერთი-ორად გაზარდოს, მოიზიდოს მეტი მსურველი და განცხადების ნახვებიც მეტი ჰქონდეს, თუმცა რეალობა თუ სრულად აცდენიია განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, აღნიშნული განცხადება მხოლოდ წერილობით აღწერად დარჩება, ბინა კი - კვლავ გასაყიდად.

6 მეთოდი, როგორ დაამარცხო დაღლილობა და არ გადაიწვა, საკუთარი ბიზნესის განვითარების პერიოდში

რთულ დროს ცუდი იდეა არ არის სანდო პარტნიორის პოვნა, როცა გჭირდებათ პირად ცხოვრებაზე ფოკუსირება. დაისვენეთ ნებისმიერ დღეს. არ გსურთ რაღაცის გაკეთება? დავალებას სხვას აძლევთ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის.

8 რჩევა ეკონომიაზე, რომელიც დაბალი ხელფასის მქონე ადამიანებს უნდა გაუზიარო

შემოსავლიდან გამომდინარე, დაზოგვის მიდგომა განსხვავებული იქნება. თუ ხელფასი საკმარისია ყველაფრისთვის, მაგრამ გსურთ ცოტა ნაკლები დახარჯოთ, ეს სხვაა და დაბალ შემოსავალზე დაზოგვა სულ სხვა. აქ შეცდომის ადგილი თითქმის არ არის. გადამეტებულმა ხარჯვამ შეიძლება ოჯახი დატოვოს საკვების გარეშე.

როგორი უნდა იყოს აგარაკი გასაქირავებლად

უძრავ ქონებაზე ფასი, როგორც თბილისსა და ბათუმში, ასევე მთელ საქართველოში გაიზარდა. ამის გარდა, საქართველოში ყოველწლიურად ტურისტების მატებასთან და ასევე, შიდა ტურიზმის განვითარებასთან ერთად, პოპულარული გახდა გასაქირავებლად აგარაკების მშენებლობა. ასევე, საქართველოში უამრავმა მიტოვებულმა სახლმა შეიძინა ახალი სიცოცხლე, როდესაც წინაპრების მიტოვებულ ქონებაში მემკვიდრეებმა პოტენციური შემოსავალი დაინახეს. თუმცა, როგორ ავაშენოთ აგარაკი იაფად, რომლის სარფიანად გაქირავებასაც შევძლებთ, ან როგორ შევქმნათ წინაპრების უძრავი ქონებისგან ტურისტულად მიმზიდველი სივრცე.

დღესდღეობით თბილისის შემოგარენში, თუ საქართველოს სხვადასხვა კურორტზე მარტივად შეგიძლია იპოვო აგარაკი ქირით, რომლისთვისაც თვიურად გადაიხდი. თუმცა, ქალაქგარეთ წვეულებების მოსაწყობად თუ ვიქენდების ბუნებასთან სიახლოვეს გასატარებლად, უფრო ხშირად, დღიურად ქირაობას ანიჭებენ უპირატესობას.

როგორ დაიწყოთ ბიზნესი ნულიდან: პრაქტიკული რჩევები მათგან, ვინც შეძლო

გაჩნდა ილუზია, რომ ყველას შეუძლია საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. პრობლემა არა მხოლოდ პიროვნულ თვისებებშია, არამედ სწორი დროის, ადგილის და რესურსების ხელმისაწვდომობაში.

როგორ გაუკეთოთ რეკლამა თქვენს ბიზნესს

სარეკლამო ინდუსტრია ჩვენი ქვეყნის წლიური პროდუქციის 2%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, თქვენ ფლობთ მცირე ბიზნესს თუ დიდ კორპორაციას, მარკეტინგს დიდი როლი აქვს თქვენი სერვისის ან პროდუქტის პოპულარიზაციისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში.

როგორ დაზოგოთ ფული კრიზისის დროს

ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დაზოგოს ფული კრიზისის დროს. უამრავი გზა არსებობს, მაგრამ უმჯობესია გამოიყენოთ ის პრაქტიკა, რომელიც გარანტირებულად წარმატებას მოგიტანთ. მდიდარი ხალხი ყველაზე კარგად უმკლავდება კრიზისს. ისინი არათუ არ კოტრდებიან, არამედ ზრდიან კაპიტალს. აქედან გამომდინარე, ღირს ყურადღება მიაქციოთ, თუ როგორ მართავენ ისინი თავიანთ შემოსავალს.

როგორ დავიბრუნოთ ვალი ადამიანებისგან ზედმეტი კონფლიქტის გარეშე

ჩვენ გასწავლით, თუ როგორ დაიბრუნოთ ფული იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ასესხეთ, თუმცა აღარ აბრუნებენ თანხას. ყოველთვის შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც. მიჰყევით ამ ნაბიჯებს, რათა გაიგოთ, თუ როგორ მოითხოვოთ ეფექტურად და პროფესიონალურად ის, რაც სამართლიანად არის თქვენი!

როგორ არ ვიყოთ ფულზე დამოკიდებული და დავიცვათ ბალანსი

ფინანსების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოიხატება ფულის მნიშვნელობის სრულ უარყოფაში, ან მასზე ზედმეტ მიჯაჭვულობაში. რა ემუქრება აზროვნების ასეთ პოლარობას და როგორ უნდა გააწონასწოროთ?

როგორ მოიქცეთ, როდესაც ბანკის "შავ სიაში" ხართ

საკრედიტო ისტორია აქვს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია ფინანსური დაწესებულების პროდუქტებით. ეს შეიძლება იყოს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაცია.

როგორ გამოვიყენოთ Google Pay

საქართველოში GooglePay გადახდის სერვისი ამოქმედდა. საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელს, აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტექონოლოგიები ხელმისაწვდომია, სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით, გადაიხადოს ერთი შეხებით - სწრაფად, უსაფრთხოდ დამარტივად.

რა არის ციფრული ვალუტა და როგორ გამოიყენება ის?

პანდემიის პირობებში დისტანციური ციფრული მომსახურების მიღება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, მომხმარებლების მიერ გამომუშავებული ჩვევა, სერვისი დისტანციურად მიიღონ, ჩვევადვე რჩება.

აღნიშნულ მოთხოვნაზე საპასუხოდ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს ნერგავს კომერციული საბანკო სექტორი, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ციფრული ლარის შექმნაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, პანდემიურმა მდგომარეობამ საბანკო სისტემაში ტექნოლოგიურ განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ციფრულ ვალუტას (CBDC) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. მათივე განცხადებით, CBDC-ის, ანუ ციფრული ვალუტის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს.

რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი – რისკები, რომლებიც სესხის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში აღების დროს უნდა გაითვალისწინოთ

ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ რისკები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. რისკების წინასწარი შეფასება და მინიმალიზაცია გონივრული გადაწყვეტილების მიღებასა და საბანკო პროდუქტით მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ.

საბანკო პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ რისკს შეიცავს, სესხია. თუ სესხის აღება გადაწყვიტეთ, არაერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მათ შორის კი უპირველესია, გადაწყვიტოთ, რომელ ვალუტაში აიღებთ ფინანსურ ვალდებულებას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ სესხს არასწორად შერჩეულ ვალუტაში აიღებთ, სავალუტო კურსის ცვლილების გამო წლიდან წლამდე თვიური გადასახადი შეიძლება მნიშვნელოვნად მოგემატოთ. ეს კი საბანკო პროდუქტის მომხმარებელს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. გადასახადის მომატების გამო ბანკი მას ვერც საპროცენტო განაკვეთს დაუწევს და ვერც კურსის ცვლილებისგან დაიცავს.

მეორე მხრივ, სესხის გაცემის დროს ბანკსაც სჭირდება გარანტია, რომ სხვადასხვა ცვლილების დროს მსესხებელი პროცენტის გადახდას შეძლებს. სესხის უზრუნველყოფა მოიცავს შემოსავლების დადასტურებას, ფინანსური ვალდებულების უძრავი ქონებით უზრუნველყოფას, თავდებ პირს.

რისკების შემცირება ორივე მხარისთვის, ბანკისთვისაც და მსესხებლისთვისაც დიდწილად დამოკიდებულია ვალუტაზე, რომელშიც სესხი გაიცემა.

როგორ მეყოს ხელფასი? - 5 რამ პერსონალური ფინანსების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ფინანსების და, ზოგადად, ქონების მართვა ყოველთვის იყო ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სანამ ვალუტა გაჩნდებოდა, ადამიანები ბარტერითა და გადახდის სხვა მეთოდებით სარგებლობდნენ და თავიანთ საჭიროებებს ამგვარად იკმაყოფილებდნენ. 5 000 წლის წინ კი მესოპოტამიელებმა თავიანთი ვალუტა - შეკელი შექმნეს, თუმცა ფულის წარმოშობასთან დაკავშირებით არაერთი განსხვავებული თეორია არსებობს.

ბარტერის თუ ვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში, ადამიანებს ათასწლეულების მანძილზე უწევდათ საკუთარი კაპიტალის მენეჯმენტი, რისი გამოცდილებაც მომავალ თაობებში აკუმულირდებოდა და იხვეწებოდა. დღეს გადახდის საშუალებებს ტრადიციული ვალუტის გარდა დაემატა ციფრული ვალუტები და კრიპტოვალუტებიც, ეს უკანასკნელი კი სრულად თავისუფალ ბაზარზეა დამოკიდებული და ცენტრალური ბანკების მიერ ვერ რეგულირდება.

ამრიგად, ფინანსების მართვაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანები ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა და მაშინ, როცა ციფრულ ეპოქაში ყველაფერი ისე გამარტივდა, როგორც არასდროს, საკუთარი შემოსავლების მენეჯმენტი მაინც გამოწვევად რჩება.

ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ პირადი ფინანსების მართვაზე და მეთოდებზე, რომლებიც სწორ მენეჯმენტში დაგვეხმარება. ადამიანისთვის სახელფასო ანაზღაურება, პასიური თუ სხვა ტიპის შემოსავალი არასდროს არის და იქნება საკმარისი, რადგან მეტ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მოთხოვნების ზრდასა და ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების სურვილს ნიშნავს. როგორ ვიპოვოთ ბალანსი ამ უკანასკნელსა და ფინანსების სწორ მენეჯმენტს შორის?

როგორ გამოვიმუშაოთ ფულის სწორად ხარჯვის ჩვევა?

ულის ჭკვიანურად ხარჯვის ჩვევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გამომუშავება. ყოველი შენაძენის გაკეთებამდე ბევრის ფიქრი და დარჩენილი ბიუჯეტის თვლა ერთი შეხედვით მოსაბეზრებელი და არასასიამოვნო პროცესია, თუმცა აუცილებელი, რადგან არაგონივრულად ხარჯვის გამო შეიძლება მნიშვნელოვან დროს დანაზოგის გარეშე დავრჩეთ და ამან პრობლემები შეგვიქმნას.

ზოგადად, სწორად მხარჯველი ადამიანის ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია, რადგან ის სწორად ანაწილებს შემოსავალს საჭიროებებსა თუ სურვილებზე და ყოველთვის აქვს საკმარისი გადადებული იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, დასასვენებლად ან სხვა მსგავს შემთხვევებში თავი დაიზღვიოს.

თანხის სწორად ხარჯვის ჩვევის გამომუშავება ყოველდღიურად განმეორებითი მოქმედებებით არის შესაძლებელი: იმპულსურად ყიდვისგან თავშეკავება, კონკრეტულ სიტუაციაში სურვილისა და საჭიროების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ზედმეტი ხარჯების შემცირება - მაგალითად, ყავის სახლში მომზადებით და არა დილით კაფეში შეძენით და სხვა.

ცნობილი ბესტსელერის „ფულის ფსიქოლოგიის“ ავტორი მორგან ჰაუზელი წერს, რომ „შესაძლებლობა, გააკეთო რაც გინდა, როცა გინდა, ვისთან ერთადაც გინდა და რამდენ ხანსაც გინდა, შეუფასებელია და ეს არის ყველაზე დიდი დივიდენდი, რისი მოცემაც ფულს შეუძლია.“ ფულის არასწორად ხარჯვით, ამის გამო მუდმივად სწრაფი და იოლი შემოსავლის ძიებითა და მუდმივად კრედიტებით სავსე ცხოვრება კი ნაკლებად გაძლევს ჰაუზელის მიერ აღწერილ შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 რეკომენდაციას, როგორ გამოვიმუშაოთ ფულის სწორად ხარჯვის ჩვევა: