რით ჩავანაცვლოთ მისაღები ოთახის დიდი კარადები - rogor.ge

მისაღებ ოთახებში გრძელი კარადები ​​წარსულს ჩაბარდა: როგორ შევცვალოთ ისინი ელეგანტური ინტერიერისთვის

კედელში ჩაშენებული კარადა

misagebi-otaxis-aveji-1780299039.jpg

მისაღებ ოთახში არსებული „სტენკის“ ნაცვლად, ჭერამდე აყვანილი ჩაშენებული კარადა ძალიან მოდურად გამოიყურება და ბევრი დიზაინერი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე ფუნქციური ვარიანტია, განსაკუთრებით პატარა ბინისთვის. ისინი ზუსტად ისევე გვეხმარებიან ნივთების შენახვის პრობლემის მოგვარებაში, თუმცა ამავდროულად არ ტვირთავენ ინტერიერს და ნაკლებ ადგილს იკავებენ. თუ ხელოსანი ყველაფერს სწორად გააკეთებს, კარადის ფასადი კედელს შეერწყმება, სიმაღლეში არ იქნება „წყვეტები“, ხოლო ვიზუალური ხმაური გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ძველი ავეჯის შემთხვევაში.

დაბალი ტუმბა და აქცენტირებული კედელი

6756250-1780299172.jpg

მეორე ვარიანტი, რაც შეიძლება კარადის ნაცვლად დაიდგას არის დაბალი ტუმბა აქცენტირებული კედლის გასწვრივ. მართალია, ამისთვის მოგიწევთ არა მხოლოდ ავეჯის შეცვლა, არამედ მცირე რემონტის გაკეთებაც. ერთი კედლის კონტრასტულ ფერში შეღებვა ან მასზე სხვა შპალერის გაკვრა. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს იმას, რომ მასიური კონსტრუქცია გაქრება, სამაგიეროდ სივრცეში გაჩნდება მკაფიო ჰორიზონტალური ხაზი. საინტერესოა, რომ დაბალი ტუმბოსა და აქცენტირებული კედლის წყალობით მისაღები ოთახი ვიზუალურად უფრო ფართო და დიდი გამოჩნდება. ეს ტუმბა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელევიზორის დასადგმელად ან ნივთების შესანახად. თუ მოგეჩვენებათ, რომ ადგილი ცოტაა, ტუმბოს ზემოთ, „სტენკის“ ნაცვლად, შეგიძლიათ თაროები დაამონტაჟოთ.

ღია სტელაჟები

gia-taro-1780299356.jpg

თუ გჭირდებათ ნივთების სადმე განთავსება ისე, რომ მათთან სწრაფი წვდომა გქონდეთ, ღია სტელაჟები საუკეთესო ვარიანტია. შესაძლოა, მათზე „სტენკიდან“ მთელი თქვენი ძვირფასი ქონების გადატანა ვერ შეძლოთ, მაგრამ ეს შეიძლება უკეთესიც იყოს, ხშირად ასეთ გრძელ კარადებში ადამიანები ინახავენ იმას, რასაც წლებია არ იყენებენ, მაგრამ გადაყრა ენანებათ. ღია სტელაჟები ძალიან სტილურად გამოიყურება, შესანიშნავად ახდენს სივრცის ზონირებას და იძლევა შიგთავსის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი ნივთებით ზედმეტად არ გადატვირთოთ.

ღია და დახურული მოდულები

5a9e4ecc8b6a78cbaeed425f0734b23b-1780299390.webp

წარმატებული ავეჯი „სტენკის“ ნაცვლად ეს არის ღია და დახურული მოდულების კომბინაცია. ასეთი გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელია პრაქტიკულობისა და ესთეტიკის შეხამება: დახურულ ავეჯში ერთ ნივთებს მოათავსებთ, ხოლო ღიაში მეორეს. შედეგად, თვალსაჩინო ადგილას მხოლოდ საჭირო დეკორს ტოვებთ და სივრცეს ოთახის საერთო ინტერიერზე მორგებით სტილიზებთ.

მოდულური კარადები და თაროები

tq6x2q0m1uggar5p5s4u2azmgisdo41x-1780299438.jpg

დიზაინერები ამ ვარიანტს ძალიან „მოქნილს“ უწოდებენ, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოდულური სისტემა ამა თუ იმ ცვლილებას მოარგოს. მისი დამონტაჟებისას თქვენ არ ხართ ვალდებული, თქვენი ინტერიერი მხოლოდ ერთ სცენარს მიაბათ, არამედ შეგიძლიათ შეცვალოთ კონფიგურაცია თქვენი პირადი ამოცანების შესაბამისად. თითოეული ელემენტის დამატება ან ამოღება შესაძლებელია საერთო კომპლექტაციიდან, ამასთანავე, მოდულები განსხვავებული არსებობს ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ვარიანტი როგორც ნაკლები, ისე მეტი ფართობის მქონე ბინებისთვის.