როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ღვეზელი ბოსტნეულით და ყველით
სოკო კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვშუშოთ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში, დავამატოთ დაჭრილი ისპანახი ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანე ხახვი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგრილების შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი.

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ სინზე, ზემოდან დავალაგოთ შიგთავსი. ცომი გადმოვკეცოთ და დავხუროთ ღვეზელი. ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ვაცხობთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

მიირთვით გემრიელად.

წყარო: gastroguide.borjomi.com