როგორ მოვზილოთ სხვადასხვა სახის ცომი სწორად, რომ იდეალურად აფუვდეს - rogor.ge

როგორ მოვზილოთ სხვადასხვა სახის ცომი სწორად, რომ იდეალურად აფუვდეს

ცომში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით აირები. მაგალითად, კარგად ათქვიფეთ კვერცხები ბისკვიტის ცომისთვის და ნაზად ამოურიეთ თავად ცომს. ფენოვანი ცომი გააცივეთ და ისე გააბრტყელეთ, რომ კარაქი არ დადნეს. კარგად გაახურეთ ღუმელი და გამოაცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე.

ცომი არ უნდა იყოს თხევადი და შეიცავდეს ცოტა ფქვილს. თუ ასეა, ნამცხვარი ღუმელიდან გამოღებისთანავე დადნება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ასეც უნდა იყოს, როცა რეცეპტით არის დადგენილი.

გამოაცხვეთ ცომი რეცეპტში მითითებულ ტემპერატურაზე. სანამ ცომი არ გამოცხვება, ღუმელის კარი არ გააღოთ.

როდესაც ცომი ამოფუვდება მთასავით და არ ექნება ჩაღრმავება, მაშინ შეგიძლიათ შეამოწმოთ, მზად არის თუ არა ის.

მზადყოფნის შესამოწმებლად, ცომის შუაში ხის ჩხირი ჩაარჭეთ. ცენტრში ცომი ყოველთვის უფრო ნელა ცხვება, ვიდრე კიდეებზე.