როგორ შევქმნათ ცხრილი Excel-ში (2003)
განვიხილოთ მაგალითი. მასში მოყვანილია მონაცემები, რომლებიც მოიცავს ფირმის ხარჯებს და შემოსავლებს. შეგვაქვს ცხრილის სათაური უჯრაში A1: [i]”შემოსავალი/გასავალი წლის მეორე ნახევარში 2010წ.”[/i] შემდეგ უშუალოდ ცხრილის შევსებას ვიწყებთ უჯრიდან A4. A4:A14 შეგვაქვს ტექსტი. თითოეული სიტყვის შეტანის შემდეგ მომდევნო უჯრაზე გადავდივართ ღილაკით Enter. შეგვაქვს:
[i]შემოსავალი[/i]
[i]ხელფასი[/i]
[i]პრემია[/i]
[i]საკომისიო[/i]
[i]დამატებითი შემოსავალი[/i]
[i]გასავალი[/i]
[i]არენდა[/i]
[i]ავტომობილი[/i]
[i]საერთო ხარჯები[/i]
[i]შვებულება[/i]
იმისათვის, რომ დავასრულოთ ცხრილის შექმნა უჯრებში B3-G3 უნდა შევიტანოთ თვეების დასახელებები. ამ უჯრების შევსება შესაძლებელია ავტომატურად ამისათვის: > ვირჩევთ მენიუს ბრაძანებას Tools/Otpions. > გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ვააქტიურებთ ღილაკს Custom Lists. > ვირჩევთ ელემენტს New List ველიდან Custom Lists. ამ დროს კურსორი უნდა იდგეს ველში List Entries. > შეიყვანეთ 12 თვის დასახელება. ყოველი დასახელების შეტანა დაამთავრეთ ღილაკით Enter. ამის შემდეგ, თუ დაგჭირდებათ ცხრილებში თვეების დასახელებების შეტანა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტოშევსების რეჟიმი > მოათავსეთ მაუსი უჯრაზრე B3. > შეიტანეთ თვის დასახელება ”ივლისი”. > ისევ მოათავსეთ მაუსი უჯრაზე B3. > კურსორი მოათავსეთ უჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში შავ პატარა კვადრატზე. იგი მიიღებს შავი ჯვრის ფორმას. > არ აუშვათ მაუსის მარცხენა ღილაკს ხელი და ისე გადაიტანეთ მაუსის კურსორი უჯრამდე G3. თვეების დასახელებები ავტომატურად შეივსება ინტერვალში B3- G3. > აუშვით მაუსს ხელი და ღილაკით Home შეგიძლიათ დაბრუნდეთ სტრიქონის დასაწყისში.
გამოთვლების ჩასატარებლად, მოცემულ ცხრილში, საჭიროა დავითვალოთ საერთო შემოსავალი და გასავალი თვეების მიხედვით. ამისთვის:
> მოვნიშნოთ ინტერვალი B9:G9-მდე;
> დააწკაპუნეთ ღილაკზე ჯამის ნიშნით Σ ინსტრუმეტების პანელში;
> გაიმეორეთ იგივე მე-16 სტრიქონისთვის.
ცხრილი შეივსო ავტომატურად.