როგორ შევქმნათ დიაგრამა Excel-ში (2003) - rogor.ge

როგორ შევქმნათ დიაგრამა Excel-ში (2003)

 

> გამოყავით ინტერვალი [i]A3-G3[/i], რომელთა მნიშვნელობები (თვეების დასახელება) გამოყენებული იქნება, როგორც X ღერძის დასახელება. > დააჭირეთ კლავიშს [i]Ctrl[/i] კლავიატურაზე. გამოყავით ინტერვალი [i]A10-G10[/i]. კლავიშს [i]Ctrl[/i]-ს ხელი არ აუშვათ. > გამოყავით ინტერვალი [i]A17-G17[/i] და მხოლოდ ამის შემდეგ აუშვით ხელი კლავიშს [i]Ctrl[/i]. > ინსტრუმენტების პანელში დააჭირეთ ღილაკს [i]ChartWizard[/i] (დიაგრამების ხელოვნება). ამის შემდგომ, ეკრანზე გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა. მოცემული ფანჯრიდან ვირჩევთ დიაგარამის ტიპს [i]Column[/i] (სვეტები). შემდეგ ვაჭერთ ღილაკს [i]Next[/i]. გამოჩნდება ახალი ფორმის დიალოგის ფანჯარა. შემდეგ კიდევ ერთხელ იგივე ღილაკი. ცხრილის მონიშვნა დიაგრამისთვის დიაგრამის ფანჯარა 1

 

მოცემულ დიალოგურ ფანჯარაში შესაძლებელია დიაგრამის სხვადსხვა პარამეტრების დაყენება. მაგ: დიაგრამის დასახელების ჩაწერა [i](Title)[/i] და კიდევ ერთხელ [i]Next[/i]. ეკრანზე გამოჩნდება მზა დიაგარამა. დიაგრამის წარწერების რედაქტირება შესაძლებელია, თუ მასზე დავდგებით მაუსის კურსორით, მაუსის მარჯვენა ღილაკი და კონტექსტურ მენიუში ვირჩევთ რედაქტირების ბრძანებას [i]Format[/i]. აქ შესაძლებელია ფონტის, ფონტის ზომების შერჩევა, წარწერების დახრის კუთხის რეგულირება და ა. შ. დიაგრამის ფანჯარა 2 დიაგრამის ფანჯარა 3 დიაგრამის ფანჯარა 4

 

ბეჭდვა ვიდრე დავბეჭდავდეთ, შესაძლებელია დოკუმენტის ფორმის წინასწარ ნახვა. ამისათვის ინსტრუმენტების პანელში ვაჭერთ ღილაკს [i]Print Preview[/i] (ბეჭდვის წინ ნახვა). თუ გვაწყობს მიღებული სახე, მაშინ ვაჭერთ ღილაკს [i]Close[/i] (დახურვა) და ვუშვებთ ბეჭდვაზე (ინსტრუმენტების პანელში ღილაკი [i]Print[/i]).