როგორ შევქმნათ ცხრილი Excel-ში (2003) - rogor.ge

როგორ შევქმნათ ცხრილი Excel-ში (2003)

 

განვიხილოთ მაგალითი. მასში მოყვანილია მონაცემები, რომლებიც მოიცავს ფირმის ხარჯებს და შემოსავლებს. შეგვაქვს ცხრილის სათაური უჯრაში A1: [i]”შემოსავალი/გასავალი წლის მეორე ნახევარში 2010წ.”[/i] შემდეგ უშუალოდ ცხრილის შევსებას ვიწყებთ უჯრიდან A4. A4:A14 შეგვაქვს ტექსტი. თითოეული სიტყვის შეტანის შემდეგ მომდევნო უჯრაზე გადავდივართ ღილაკით Enter. შეგვაქვს: [i]შემოსავალი[/i] [i]ხელფასი[/i] [i]პრემია[/i] [i]საკომისიო[/i] [i]დამატებითი შემოსავალი[/i] [i]გასავალი[/i] [i]არენდა[/i] [i]ავტომობილი[/i] [i]საერთო ხარჯები[/i] [i]შვებულება[/i]

 

იმისათვის, რომ დავასრულოთ ცხრილის შექმნა უჯრებში B3-G3 უნდა შევიტანოთ თვეების დასახელებები. ამ უჯრების შევსება შესაძლებელია ავტომატურად ამისათვის: > ვირჩევთ მენიუს ბრაძანებას Tools/Otpions. > გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ვააქტიურებთ ღილაკს Custom Lists. > ვირჩევთ ელემენტს New List ველიდან Custom Lists. ამ დროს კურსორი უნდა იდგეს ველში List Entries. > შეიყვანეთ 12 თვის დასახელება. ყოველი დასახელების შეტანა დაამთავრეთ ღილაკით Enter. ამის შემდეგ, თუ დაგჭირდებათ ცხრილებში თვეების დასახელებების შეტანა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტოშევსების რეჟიმი > მოათავსეთ მაუსი უჯრაზრე B3. > შეიტანეთ თვის დასახელება ”ივლისი”. > ისევ მოათავსეთ მაუსი უჯრაზე B3. > კურსორი მოათავსეთ უჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში შავ პატარა კვადრატზე. იგი მიიღებს შავი ჯვრის ფორმას. > არ აუშვათ მაუსის მარცხენა ღილაკს ხელი და ისე გადაიტანეთ მაუსის კურსორი უჯრამდე G3. თვეების დასახელებები ავტომატურად შეივსება ინტერვალში B3- G3. > აუშვით მაუსს ხელი და ღილაკით Home შეგიძლიათ დაბრუნდეთ სტრიქონის დასაწყისში.

 

იმისათვის, რომ ჩავამატოთ სტრიქონები ცხრილში (ორი სტრიქონი), მე-8 სტრიქონის შემდეგ, ვნიშნავთ ინტერვალს A9:B13. ვდგებით მონიშნული არის ქვედა საზღვარზე. მაუსის კურსორმა უნდა მიიღოს თეთრი ისრის ფორმა. მარცხენა ღილაკის აუშვებლად, გადაგვაქვს მოცემული ცხრილის არე ორი უჯრით ქვემოთ. ცხრილი მიიღებს შემდეგ სახეს. ცხრილის რიცხვითი მონაცემები შესაძლებელია შევავსოთ ავტოშევსების რეჟიმში, რადგანაც ისინი ერთი და იგივეა. ამისთვის ვნიშნავთ უჯრებს B5:B6 ვდგებით ავტოშევსების მარკერზე და ავტოშევსებით, მაუსის მარცხენა ღილაკის აუშვებლად, ვავსებთ ინტერვალს B5:G6-მდე (მოცემულ შემთხვევეაში მარკერი მოთავსებულია B6 უჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში). ანალოგიურად ვავსებთ ცხრილის ქვედა მხარესაც. ამის შემდეგ, შეავსეთ ცხრილი.

 

გამოთვლების ჩასატარებლად, მოცემულ ცხრილში, საჭიროა დავითვალოთ საერთო შემოსავალი და გასავალი თვეების მიხედვით. ამისთვის: > მოვნიშნოთ ინტერვალი B9:G9-მდე; > დააწკაპუნეთ ღილაკზე ჯამის ნიშნით Σ ინსტრუმეტების პანელში; > გაიმეორეთ იგივე მე-16 სტრიქონისთვის. ცხრილი შეივსო ავტომატურად.

 

იმისთვის, რომ გამოვთვალოთ სხავაობა შემოსავალსა და გასავალს შორის > დავდგეთ უჯრაზე B18. > შევიტანოთ მასში ფორმულა: =B9- B16; > დავდგეთ უჯრაზე B18 ავტოშევსების მარკერზე და გავქაჩოთ მაუსი მარცხენა ღილაკის აუშვებლად G18-მდე. > შეიტანეთ A სვეტში შესაბამისი დასახელებანი: A9 საერთო შემოსავალი, A16 საერთო გასავალი და A18 სალდო.

 

ცხრილში მონაცემების შეტანის შემდგომ, შესაძლებელია მისი ფორმატირება. Excel-ს აქვს ავტოფორმატირების შესაძლებლობა. > მონიშნეთ ინტერვალი A3:G18. > გახსენით მენიუ Format. > გააქტიურეთ მოცემულ ფანჯარაში AutoFormat. > გამოყავით ფორმატი Classsic1. > შემდეგ ღილაკი Ok. ცხრილი მიიღებს საბოლოო სახეს.