როგორ მოვიგერიოთ ბუზები მწვადის შეწვის დროს - rogor.ge

როგორ მოვიგერიოთ ბუზები მწვადის შეწვის დროს

როგორ მოვიგერიოთ ბუზები

მებაღეობის ექსპერტმა კრის ბონეტმა თქვა, რომ მათ, ვისაც მწვადი უყვარს, იციან, რამდენად გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ბუზები. მწერების მოსაგერიებლად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საშუალებაა მონეტა და წყალი.

თქვენ უნდა შეავსოთ 3-4 ჭიქა წყლით, შემდეგ კი ჩააგდოთ რამდენიმე სპილენძის მონეტა ან სხვა პატარა სპილენძის ნივთი თითოეულში. შემდეგ, უნდა დადგათ ჭიქები მწვადის გარშემო ან იქ, სადაც ჭამთ. მზის შუქი ირეკლავს მონეტებსა და წყალს და სწორედ ეს აბნევს მწერებს. ბუზებს ჰგონიათ, რომ მონეტები სხვა მწერის თვალებია და ერიდებიან მათ.

ციტრონელას არომატის სანთლების ანთება ასევე დაგეხმარებათ ბუზების მოგერიებაში. ციტრონელას ზეთი არის ორი სახის მწვანილის დისტილაციური პროდუქტი და მოქმედებს როგორც ბუზების და კოღოების საწინააღმდეგო ბუნებრივი დამცავი საშუალება. მწერებს სძულთ ციტრონელა, ამიტომ აანთეთ ციტრონელის რამდენიმე სანთელი თქვენს დასასვენებელ ადგილას. ეს განსაკუთრებით ეფექტურია კოღოების მოსაგერიებლად. შეგიძლიათ დააწვეთოთ ციტრონელას ზეთი ჩვეულებრივ სანთლებზეც, ასეთი ზეთის შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი.

იმპროვიზირებული საშუალებებისგან დამზადებული ხაფანგი

ბუზების ხაფანგი შეიძლება გაკეთდეს თუნდაც უბრალო პლასტმასის ბოთლიდან. ამისათვის თქვენ უნდა გაჭრათ იგი ორ ნაწილად. ჩაასხით ტკბილი სითხე ქვედა ნაწილში და დააფარეთ ამოტრიალებული ზედა ნაწილი. ამ გზით ბუზები იპოვიან გზას ბოთლში, მაგრამ ვერ შეძლებენ გამოსვლას გარეთ.

გარდა ამისა, გარე დასვენებისთვის ყოველთვის შეგიძლიათ იყიდოთ კარავი მწერების საწინააღმდეგოდ, და დააინსტალიროთ მწერების ბადეები სახლში. ეს ხელს შეუწყობს მწერების რაოდენობის შემცირებას მინიმუმამდე, რადგან ისინი უბრალოდ არ მოხვდებიან ოთახში ან ტერიტორიაზე.

როგორ მოვაშოროთ ბუზები სახლიდან