როგორ მართოთ მოლოდინები სამსახურეობრივ ურთიერთობებში
ნუ დაეყრდნობით ვარაუდებს
თქვენ უნდა დაეყრდნოთ არა საკუთარ ჰიპოთეზებს, არამედ კონკრეტულ და გასაგებ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი კოლეგები გეტყვიან. იმის გამოცნობა, ვის რა უნდა, არაკონსტრუქციულია და იწვევს შეცდომებს და გაუგებრობას.
როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია
კომუნიკაცია
თქვენ უნდა ესაუბროთ ადამიანებს - დასვით კითხვები, დაისახეთ მიზნები ძალიან მკაფიოდ, მოუსმინეთ იდეებსა და წინააღმდეგობებს და მიიღეთ მკაფიო დადასტურება, რომ თქვენი მოლოდინები ნათელი და რეალისტურია. ასევე, მიზანშეწონილია იმის გარკვევა, თუ რას მოელიან თქვენგან. უმჯობესია ამის შესახებ პირდაპირ იკითხოთ: „რა თარიღისთვის უნდა დავასრულო ეს სამუშაო?“. როდესაც ადამიანები საუბრობენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და დარწმუნდებიან, რომ მათი მოლოდინები ემთხვევა, ისინი, დებენ "ფსიქოლოგიურ კონტრაქტს", რომელიც უფრო მეტ სიცხადეს და ნდობას იძლევა.
დროულად თქვით უარი
თუ თქვენ გაერკვიეთ სხვის მოლოდინებში, მაგრამ ფიქრობთ, რომ ისინი უსამართლო და არარეალურია, მნიშვნელოვანია ამაზე რაც შეიძლება ადრე ისაუბროთ და მოლოდინები შეცვალოთ. ეს არის სრულიად ნორმალური სამუშაო სიტუაცია. შეგიძლიათ უთხრათ: „სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საკმარისი დაფინანსება თქვენი ხელფასის გაზრდისთვის. მაგრამ მადლობის ნიშნად შემიძლია შემოგთავაზოთ დაფინანსება სასწავლო კურსებზე". ეს ასევე მუშაობს საპირისპირო მიმართულებით: მზად უნდა იყოთ გადახედოთ საკუთარ მოლოდინებს და ეძებოთ კომპრომისები.
მართეთ მოლოდინები მუდმივად
ეს ის სიტუაცია არ არის, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ერთხელ დაეთანხმოთ და მოელით, რომ თქვენი კოლეგები ყოველთვის იმოქმედებენ დაახლოებით ერთი და იმავე მიმართულებით, გამოიცნობენ რა გსურთ მათგან. ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ მოლოდინები და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროთ.
ყოველთვის დაისახეთ მოლოდინი
ფორმალური შეთანხმება ხელმოწერებითა და ბეჭდებით ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი. მაგრამ დისკუსიის შედეგებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გაცვალოთ ელ.წერილი ან შეტყობინებები და დაწეროთ რას ელით ერთმანეთისგან: ”მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მთელ ენერგიას ჩადებთ ამ ამოცანის შესრულებაში ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, სამომავლოდ კი ხელფასის გაზრდაზე ვიფიქრებთ". ეს არის კიდევ ერთი გზა, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე მხარე იგებს და ეთანხმება ყველაფერს.