როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტები - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტები

ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ, დააცალკევეთ თავებად. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩადეთ კომბოსტო და ხარშეთ 3 წთ.

მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო გადაიტანეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე.

გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ კვერცხი, სანელებლები, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და მანანის ფქვილი. დაელოდეთ რომ ცოტა გაფუვდეს.

დაამრგვალეთ ხელით კატლეტები და ამოავლეთ პანირებულ ორცხობილაში.

შეწვით წინასწარ გახურებულ ტაფაზე, ზეთში. გემრიელად მიირთვით სასურველ სოუსთან ერთად.

როგორ მოაშოროთ ზედმეტი მარილი შემწვარ კატლეტებს, ან მზა ფარშს