როგორ მოაშოროთ ზედმეტი მარილი შემწვარ კატლეტებს, ან მზა ფარშს - rogor.ge

როგორ მოაშოროთ ზედმეტი მარილი შემწვარ კატლეტებს, ან მზა ფარშს

აიღეთ ცოტა მეტი ხორცი, გაატარეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ მზა ფარშს. შეგიძლიათ დაუმატოთ ყაბაყი ან კარტოფილი. ბოსტნეული გახეხეთ წვრილ სახეხზე, გადაწურეთ ზედმეტი სითხე და შეურიეთ ფარშს. ბოსტნეული ხელს შეუწყობს მარილის დონის დაბალანსებას.

შეფ-მზარეულები ამბობენ, რომ ხორცისგან ზედმეტი მარილის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა რძეში დასველებული თეთრი პურის გამოყენება. თუ არ მოგწონთ პურის და რძის იდეა, შეგიძლიათ დაამატოთ მანი ან ბრინჯი. ისინი შთანთქავენ ზედმეტ მარილს.

ჭარბი მარილის მოცილება ასევე შესაძლებელია კატლეტის არა ტაფაში შეწვით, არამედ ორთქლზე მომზადებით. ორთქლი მარილის მოშორებაში დაგეხმარებათ და კერძი გემრიელი გამოვა.

თუ კატლეტები უკვე შეწვით და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდით, რომ ფარში ზედმეტად მარილიანი იყო, შეგიძლიათ მოშუშოთ არაჟანში ან ტაფაზე მოაყაროთ ახლად დაჭრილი ბოსტნეული, დაუმატოთ წყალი, ნაღები და შემდეგ დადგათ დაბალ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული მზად არ იქნება.

როგორ უნდა შეინახოთ ზამთარში ლობიო, რომ აბლაბუდა და ხოჭოები არ გაუჩნდეს

როგორ გავასუფთავოთ გოგრის თესლი

ღამით დააყარეთ ვაშლს შაქარი, დილით მარმელადივით სქელ ჯემს მიიღებთ - როგორ მოვამზადოთ ვაშლის ჯემი განსხვავებულად

როგორ მოამზადოთ საოცრად გემრიელი გუფთა ტომატით - მკითხველის რეცეპტი