როგორ შეიყვარო შენი სამუშაო: 3 გაკვეთილი უოლტ დისნეისგან - rogor.ge

როგორ შეიყვარო შენი სამუშაო: 3 გაკვეთილი უოლტ დისნეისგან

არ გამოყოთ ერთმანეთისგან სამუშაო და პირადი ცხოვრება

ალბათ, გსმენიათ სამუშაო-ცხოვრების ბალანსის აუცილებლობის შესახებ. ჩვენი დრო შეზღუდულია და გვსურს ის თანაბრად გავანაწილოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შორის. მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვყოთ შრომა ცხოვრებისგან, არამედ გავაერთიანოთ ისინი. გასართობი პარკის გახსნის იდეა დისნეის მაშინ გაუჩნდა, როდესაც ის უყურებდა თავისი ქალიშვილების კარუსელზე კატაობას. მას სურდა შეექმნა ადგილი, სადაც ოჯახებს შეეძლებოდათ გაეტარებინათ დრო შვილებთან ერთად. როდესაც ის სახლში იყო, ოჯახურმა ცხოვრებამ შთააგონა, შეექმნა რაღაც ახალი სხვებისთვის. დიახ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ შემოქმედი მხოლოდ სამსახურში. ეს არის ცხოვრებისეული მიდგომა.

როგორ მიიღოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო - 4 გადამწყვეტი მომენტი

ნუ ეძებთ ყველას მოსაწონს

დისნეიმ პროგრესი შეაფასა იმით, თუ როგორ გამოეხმაურა თითოეული ინდივიდი მის მუშაობას და არა საზოგადოების ზოგადი შთაბეჭდილებებით. სამწუხაროდ, უმეტეს სფეროებში თითქმის ყოველთვის არის კონფლიქტი, თუ რა უნდა გააკეთოთ ჯილდოებისთვის და რა შინაგანი კმაყოფილებისთვის. ხანდახან, თუ უმრავლესობის თანხმობას ვერ მიიღებ, შეიძლება სამსახური დაკარგო. მაგრამ უფრო ხშირად ჩვენ მისკენ ვისწრაფვით მხოლოდ ჩვენი სიამაყის დასაკმაყოფილებლად. სასიამოვნოა ქების მოსმენა და პრესტიჟული პოზიციის მიღწევა. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთი პროგრესი ცოტას ნიშნავს. ნამდვილი შემოქმედი მუშაობს თავისთვის. ის ყოველდღე ცდილობს გახდეს გუშინდელზე უკეთესი. მის პროგრესს სხვა ვინმე კი არ განსაზღვრავს, არამედ მისი მუშაობის ხარისხი.

როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია

კარგი შრომის ჯილდო მეტი შრომაა

ფოკუსირება არა დიდებაზე და სიმდიდრეზე, არამედ უნარზე. გაზომეთ თქვენი პროგრესი შინაგანი მოტივაციის თვალსაზრისით. მაშინ შესრულებული სამუშაოსთვის ერთადერთი ჯილდო იქნება შრომა, უნარი, რომ გააკეთო შენი საქმე უფრო რთულ გარემოში ან გქონდეს მეტი გავლენა. დისნეი ყოველთვის ახსენებდა ერთს: მოგება მნიშვნელოვანია და აუცილებელი, მაგრამ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - შემდგომი განვითარებისთვის. ადამიანები ბუნებით მიდრეკილნი არიან შემოქმედებისკენ. ჩვენ ვაშენებთ და ვქმნით. ჩვენ გვსურს მეტი ვიმუშაოთ და მივიღოთ რთული ამოცანები და ასე მივაღწევთ წარმატებას.

როგორ დავძლიოთ კარიერული კრიზისი

გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოებებზე. ყველას ნამუშევარი არ მოიცავს შემოქმედებითობას. მაგრამ ყველას შეუძლია შეცვალოს თავისი დამოკიდებულება საკუთარი საქმიანობის მიმართ. უმეტესი ჩვენგანისთვის ჩვენი კარიერა გრძელდება 30-50 წელი. ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდია. იმისთვის, რომ ის არ გაიფლანგოს ფუჭად, მიუდექით თქვენს საქმეს სწორი დამოკიდებულებით. თითოეულ ჩვენგანში არის შემოქმედი. გამოვლინდება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ყოველდღიურად.