როგორია ყველაზე ბინძური ადგილები აეროპორტში - rogor.ge

როგორია ყველაზე ბინძური ადგილები აეროპორტში

სკამების სამკლავურები

როგორც წესი, ფრენის წინ, მგზავრები სხედან მოსაცდელში არსებულ სკამებზე. მათ სამკლავურებს ხშირად ეხებიან ადამიანები, მაგრამ რეგულარულად არ იწმინდება.

როგორ გაატაროთ დრო აეროპორტში, როცა გადაჯდომა და რეისის ლოდინი გიწევს

მოაჯირები

კიბეებისა და ესკალატორების მოაჯირს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ეხება, ამიტომ ატარეთ თან ატარეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება.

სენსორული ეკრანები

კიდევ ერთი ყველაზე ბინძური ადგილია თვითრეგისტრაციის მონიტორები. უცნობია რამდენად ხშირად იწმინდება ისინი, ამიტომ ამ ეკრანებზე შეხების შემდეგ უნდა გამოიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

როგორ მოიქცეთ თუ თვითმფრინავზე დაგაგვიანდათ

ნივთების კონტეინერები

რეგისტრაციის შემდეგ მგზავრებმა უნდა გაიარონ საბაჟო შემოწმება. ამიტომ თქვენ უნდა დატოვოთ თქვენი ნივთები (ხელბარგი, ტანსაცმელი, ლითონის ელემენტები, ზოგჯერ ფეხსაცმელი) სპეციალურ კონტეინერებში. ფრთხილად იყავით, ეს კონტეინერები არც ისე სუფთაა.

სველი წერტილების ზედაპირები

აეროპორტის სველი წერტილები რეგულარულად იწმინდება, მაგრამ იქ ყოველდღიურად უამრავი მოგზაურია. პანელები, ნიჟარები, ონკანები და კარის სახელურები არ იწმინდება ისე კარგად, როგორც ტუალეტები.

როგორ დამშვიდდეთ სწრაფად თვითმფრინავში წამლების და ალკოჰოლის გარეშე: ექსპერტის რჩევები