როგორ ვუმკურნალოთ თვალის სიმშრალეს ბუნებრივი საშუალებებით - 4 გზა
თვალის სიმშრალის სიმპტომებია:
- ბუნდოვანი ხედვა;
- სიმშრალე და ტკივილი ერთ ან ორივე თვალში;
- თვალის დაღლილობა;
- მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
- თვალების სიწითლე.
თვალის წვეთები გამოიყენება მშრალი თვალების დასატენიანებლად და ითვლება ძალიან უსაფრთხოდ. თუმცა ზოგიერთს არ შეუძლია მისი მუდმივად გამოყენება.
გთავაზობთ ბუნებრივ საშუალებებს თვალის სიმშრალის სამკურნალოდ:
ომეგა 3-ის დანამატები
კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენს დიეტაში ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების გაზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს (და შესაძლოა თავიდან აიცილოს) თვალების სიმშრალე.
გარემოს შეცვლა
თვალის სიმშრალის განვითარებაში შესაძლოა გავლენა იქონიოს გარემო ფაქტორებმა. დაიცავით თვალები ველოსიპედის, მოტოციკლეტის, თხილამურებით სრიალის, მტვრიან და ბინძურ პირობებში მუშაობისას შესაბამისი სათვალეებით. კარგი სათვალე ასევე დაგეხმარებათ, თუ განსაკუთრებულად გაწუხებთ თვალის მგრძნობელობა სიმშრალის გამო.
დაასვენეთ თვალები
ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვალის სიმშრალის ძირითადი მიზეზი გარკვეულ პირობებში მუშაობაა. ხშირად უნდა დაასვენოთ თვალები, როდესაც დიდხანს კითხულობთ, წერთ, ან იყენებთ სმარტფონს, ტელეფონს და სხვა.
დააკვირდით, რა ეფექტი აქვს ზოგიერთ მედიკამენტს
ცნობილია, რომ ზოგიერთი წამალი იწვევს თვალის სიმშრალეს. მათ შორისაა ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, ტრანკვილიზატორები და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები.