3 ყოველდღიური რიტუალი, რომელიც გაგათავისუფლებთ ქრონიკული ტკივილისგან და მოგიხსნით შეშუპებას
მედიტაცია
ექიმებმა დაამტკიცეს, რომ მედიტაციას შეუძლია ტკივილის შემცირება. ის მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილისადმი მგრძნობელობას. მედიტაციის პრაქტიკა აძლიერებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც ეწოდება წინა ცინგულარული ქერქი, ხოლო მშვიდი სუნთქვა ნამდვილად რაგირებს ტკივილზე სხეულის მოდუნებულ მდგომარეობაში შენარჩუნებით. დაჯექით იატაკზე, გადააჯვარედინეთ ფეხები. მინიმუმ 5-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. მოადუნეთ მთელი სხეული. სასარგებლოა ამ რიტუალის შესრულება დილით და საღამოს ძილის წინ.
მარილის აბაზანა
მარილის აბაზანა (ეფსომის მარილი ან მაგნიუმის სულფატი) ამშვიდებს კუნთებს, ამცირებს ანთებას და გეხმარებათ უკეთ დაიძინოთ - რაც თქვენს სხეულს მეტ დროს აძლევს გაჯანსაღებისთვის. მცენარეული საშუალებების დამატებით ორგანიზმი მიიღებს მათ სამკურნალო თვისებებს.
როგორ გააკეთოთ ტკივილგამაყუჩებელი მარილის აბაზანა:
- გააკეთეთ აბაზანის ნარევი: დაამატეთ 1 ჭიქა მარილი და სასურველი მცენარე;
- მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტისთვის გამოიყენება შემდეგი მცენარეები: ლავანდა, გვირილა, მიხაკი;
- დაელოდეთ 5 წუთი, რათა გაიხსნას ნარევი.
სუპერ ეფექტური აბაზანა დამსკდარი ქუსლებისა და მშრალი ტერფებისთვის - როგორ დაიტენიანოთ ფეხები
კვება
სწორი კვება ხშირად საუკეთესო წამალია. შეიტანეთ თქვენი კვების რაციონში შემდეგი პროდუქტები:
- კურკუმა (ძლიერი ანთების საწინააღმდეგო);
- ორაგული;
- კენკრა და თხილი;
- ზეითუნის ზეთი კარაქის ნაცვლად;
- ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი.
ერთ-ერთი ან სამივე რიტუალის შესრულებამ შეიძლება გაგათავისუფლოთ ტკივილისგან.
7 ხელმისაწვდომი საკვები, რომელიც საუკეთესოდ ამდიდრებს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით - როგორ იკვებოთ