როგორ მართოთ ბიუჯეტი ზამთარში ისე, რომ ფული ყველაფერზე გეყოთ: ექსპერტის რჩევები - rogor.ge

როგორ მართოთ ბიუჯეტი ზამთარში ისე, რომ ფული ყველაფერზე გეყოთ: ექსპერტის რჩევები

განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები

განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული. ეს შეიძლება იყოს საახალწლო საჩუქრები, ტანსაცმელი და სხვა ნივთები. კარგად იფიქრეთ იმაზე, რაც ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ ვიყიდოთ და დაზოგოთ? 7 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც დაგიზოგავთ ფულს მომავალში

გამოთვალეთ თქვენი შემოსავალი

გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ შემოსავალი ამ თვეში. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ფული იმ ნივთების გაყიდვით, რაც აღარ გჭირდებათ. ან პირიქით, შესაძლოა ამ თვეში სესხის ან დავალიანების დაფარვა გჭირდებათ, ამიტომ ზუსტად უნდა განსაზღვროთ.

როგორ გააკეთოთ ეკონომია, როცა ბევრი ფული არ გაქვთ

დაგეგმეთ თქვენი ხარჯვის ოდენობა

ყურადღებით დააკვირდით ნივთებს, რომელთა ყიდვას გეგმავთ და დაწერეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ. ეს დაგანახებთ ნათელ სურათს თქვენი ფინანსური გეგმის შესახებ და თავს დაიზღვევთ იმპულსური შესყიდვებისგან.

როგორ დაელაპარაკოთ სერიოზულად მეგობარს, რომელიც გამუდმებით გართმევთ ფულს და არასოდეს გიბრუნებთ ვალს

თვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს

თვალყური ადევნეთ რა საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯავთ ფულს ყოველთვიურად. ამგვარმა ანალიტიკამ შეიძლება გიბიძგოთ გადახედოთ ხარჯების ზოგიერთ ელემენტს. თქვენ ასევე თვალი უნდა ადევნოთ სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას, რათა დაზოგოთ თანხები. ისარგებლეთ ქეშბექითაც თქვენი ბანკით სარგებლობისას.

12 მეთოდი, თუ როგორ გადააქციოთ ბიუჯეტური შვებულება მდიდრულ დასვენებად, ზედმეტი ხარჯის გარეშე