როგორ დაელაპარაკოთ სერიოზულად მეგობარს, რომელიც გამუდმებით გართმევთ ფულს და არასოდეს გიბრუნებთ ვალს - rogor.ge

როგორ დაელაპარაკოთ სერიოზულად მეგობარს, რომელიც გამუდმებით გართმევთ ფულს და არასოდეს გიბრუნებთ ვალს

დაიწყეთ საუბარი ფულზე

ფული სენსიტიური თემაა და მისი წამოწყება საკმაოდ რთულია. მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი არ არის ისეთი მდიდარი, რომ კონფლიქტის შიშით სამუდამოდ თავიდან აიცილოს ვალზე საუბარი. რაღაც მომენტში მაინც უნდა იყოთ გულახდილი მეგობართან და აუხსნათ, რომ მისი ბანკი არ ხართ. ნუ დაელოდებით, რომ თქვენი უკმაყოფილება მიაღწევს პიკს და გაიძულებთ, ამოხეთქოთ თქვენი ბრაზი მეგობარზე - დაიწყეთ საუბარი ახლავე. ამავე დროს, შეეცადეთ თქვენს მეგობარს აგრძნობინოთ ნდობა. იმოქმედეთ იმ ვარაუდიდან, რომ ის შეგნებულად არ იყენებს ყველაფერს თქვენს ხარჯზე, მაგრამ უბრალოდ რატომღაც ვერ ამჩნევს ამას თავისი საქციელის მიღმა.

ასევე, ნუ შეარცხვენთ თქვენს მეგობარს და დაამუნათებთ: „არასდროს იხდი ხარჯების ნახევარს“. უმჯობესია თქვათ: ”გუშინ კაფეში მე გადავიხადე სრულად, შეგიძლია დღეს შენ გადაიხადო?" პირველი მაგალითი პასიურ-აგრესიულად ჟღერს, მეორეს აქვს მკაფიო გზავნილი და სამართლიანი მოლოდინები.

გარდა ამისა, თუ თქვენი ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ პრობლემის უფრო ღრმა განხილვაზე და იპოვოთ მეგობრის ქცევის მიზეზი. შესაძლოა ის ახლა რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია ან ბავშვობაში არ ასწავლეს ფულის სწორად მართვა. დაეხმარეთ თქვენს მეგობარს ქცევის შეცვლაში ან თუნდაც იმის აღიარებაში, რაც ხდება.

მკაფიოდ მოახდინეთ თქვენი მოლოდინის ფორმულირება

პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ შესთავაზეთ გამოსავალი. ფულზე ლაპარაკი არსებითად პირად საზღვრებზეა საუბარი და პირველი ნაბიჯი გარშემომყოფების მხრიდან პატივისცემისკენ არის მათი გარკვევა.

მაგალითად, შემდეგ ჯერზე, როცა მეგობართან ერთად სადილად გამოხვალთ, თავიდანვე აუცილებლად შეთანხმდით, რომ ყველა თავისთვის გადაიხდის. ან, თუ მას ხშირად მიჰყავს თქვენი მანქანა და ელის, რომ ნებისმიერ დროს შეძლებს ამის გაკეთებას, აცნობეთ მას, რომ ასეთი ქცევა მუდმივად ვერ გაგრძელდება და ალტერნატივა უნდა მოძებნოს.

შეაგროვეთ მტკიცებულებები

თუ განიცდით იმას, რომ მეგობარი თავდაცვას დაიწყებს, მოამზადეთ კონკრეტული მტკიცებულებები. მაგალითად, გადახედეთ თქვენი გადახდების ისტორიას საბანკო აპლიკაციაში და მონიშნეთ, რამდენჯერ გადაიხადეთ ფილმებში ან ტაქსიში. ეს გვიჩვენებს, რომ მაშინაც კი, თუ მეგობარი ვერ ამჩნევს თავის საქციელს, თქვენ თვალყურს ადევნებთ თქვენს ბიუჯეტს და ადგენთ საზღვრებს, რათა შეწყვიტოს თქვენი ფინანსების დახარჯვა.

დადექით მედგრად

როდესაც თქვენს მოლოდინებს უზიარებთ მეგობარს, მოემზადეთ მტკიცედ იდგეთ და შეინარჩუნოთ პოზიცია. თქვენ აღარ ასესხებთ მას ფულს, არ გადაიხდით ბარში და არ დაუშვებთ ხარვეზებს. გააცნობიერეთ, რომ თქვენი „არა“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ბიუჯეტი, რადგან ეს ეხება თქვენს ურთიერთობას და თქვენს მიერ დაწესებულ საზღვრებს.

შეიძლება ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მტკიცე უარი თქვენს მეგობრობაზე. მაგრამ თუ ამ სტატიას კითხულობთ, თქვენი მოთმინება სავარაუდოდ ამოიწურა. და გრძელვადიან პერსპექტივაში freeloader-ის ქცევა უფრო მეტად დააზარალებს თქვენს კომუნიკაციას, ვიდრე საზღვრების ღიად განხილვა. საბოლოო ჯამში, ერთადერთი გზა, რომ შეცვალოთ მეგობრის დამოკიდებულება თქვენი ფულის მიმართ, არის შეცვალოთ თქვენი რეაქცია მის თხოვნებსა და მოლოდინებზე.