რატომ აქვს ყავას მწარე გემო და როგორ შეარბილოთ სასმლის არომატი: განმარტება ექსპერტებისგან - rogor.ge

რატომ აქვს ყავას მწარე გემო და როგორ შეარბილოთ სასმლის არომატი: განმარტება ექსპერტებისგან

რატომ არის ყავა მწარე?

ყავის სიმწარე ბუნებრივია. ზოგჯერ ის ნაკლებად შესამჩნევია, ზოგჯერ კი საკმაოდ მკვეთრი. რა დანამატები და დამატკბობლებიც არ უნდა გამოიყენოთ, სიმწარეს ბოლომდე ვერ გააქრობთ. ყავის ბევრი მოყვარული აფასებს ძლიერ, მწარე ყავას. რეალურად მწვანე ყავის მარცვლებს სიმწარე პრაქტიკულად არ გააჩნია, მარცვლებში სიმწარე მხოლოდ წვის პროცესში ჩნდება.

ფარული საფრთხე: რატომ არ შეიძლება მუყაოს ჭიქიდან ყავის/ჩაის დალევა და როგორ დალიოთ უსაფრთხოდ

ყავის ტიპი

რობუსტას, ქლოროგენის მჟავისა და კოფეინის მაღალი შემცველობის გამო, აქვს უფრო მწარე გემო, ვიდრე არაბიკას.

ყავა წყლის გარეშე: არომატული სასმელის საიდუმლო რეცეპტი

მომზადების მეთოდი

"რაც უფრო მაღალია ყავის მომზადების ტემპერატურა და რაც უფრო მაღალია წნევა - ეს ეხება ესპრესოს აპარატებს, მით მეტი სხვადასხვა ნივთიერება გამოიყოფა ყავიდან. სწორედ ამიტომ ესპრესო ყოველთვის მწარეა", - ამბობენ ექსპერტები.

ყავა მავნებელია გულისთვის? კარდიოლოგი განმარტავს პოპულარულ მითს, თუ როგორ ზემოქმედებს ყავა ორგანიზმზე

როგორ შეამციროთ ყავის სიმწარე

„დაამატეთ მარილის რამდენიმე კრისტალი. შეგიძლიათ დაამატოთ დაფქულ ყავაში ან პირდაპირ ფინჯანში. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ყავის სიმწარეს ნატრიუმის იონების გამო"- გვირჩევენ ექსპერტები. ასევე, გვირჩევენ რძის და ნაღების დამატებასაც.

ყავა დალიეთ და მაინც გეძინებათ? - როგორ ჩავანაცვლოთ ყავა სხვა პროდუქტებით

როგორ იმკითხაოთ ყავის ნალექზე