ფარული საფრთხე: რატომ არ შეიძლება მუყაოს ჭიქიდან ყავის/ჩაის დალევა და როგორ დალიოთ უსაფრთხოდ - rogor.ge

ფარული საფრთხე: რატომ არ შეიძლება მუყაოს ჭიქიდან ყავის/ჩაის დალევა და როგორ დალიოთ უსაფრთხოდ

რისგან მზადდება მუყაოს ჭიქები?

მუყაოს ჭიქის წარმოებისთვის იყენებენ პოლიეთილენის ფენას, რომელიც წყალს არ ატარებს და ინარჩუნებს ჭიქის მდგრადობას. უხარისხო მუყაოს ჭიქის დამზადების პროცესში, ხშირად იყენებენ წებოს, რომელიც ცხელ წყალთან კონტაქტის დროს შეიძლება გაიხსნას და მავნე ნივთიერებები მოხვდეს ყავაში/ჩაიში.

რატომ არის მუყაოს ჭიქები საშიში?

კვლევები აჩვენებს, რომ 15 წუთში 25 ათასამდე მიკრონაწილაკი ხვდება ცხელ წყალში (ყავა ან ჩაი). ორგანიზმში ყველა სახის კანცეროგენი შევა – ტყვია, ფენოლი, რეზინა, ფორმალდეჰიდი. იონური ქრომატოგრაფიის გამოყენებით, მეცნიერებმა დააფიქსირეს იონების გადატანა მუყაოს ჭიქების დამცავი ფენიდან სითხეში მძიმე ლითონის იონის საშუალებით, როგორიცაა პალადიუმი, ქრომი, კადმიუმი და ზოგიერთი საშიში ნაერთი, რომელიც გამოიყენება ჰიდროფობიური საფარისთვის.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დღეში მინიმუმ სამჯერ მუყაოს ჭიქებიდან სითხის დალევისას ადამიანის ორგანიზმში ხვდება მძიმე მეტალების და სხვა ელემენტების დაახლოებით 75 ათასი ნაწილაკი, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ შემადგენლობით სასმელების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები მოზრდილებში, პათოლოგიები ბავშვებში - იმუნიტეტის გაუარესება და სიკვდილიც კი.

ყავა დალიეთ და მაინც გეძინებათ? - როგორ ჩავანაცვლოთ ყავა სხვა პროდუქტებით

ყავა წყლის გარეშე: არომატული სასმელის საიდუმლო რეცეპტი

ცხელი და არომატული: როგორი სასმელი დაგიცავთ გაციებისგან

ყავა მავნებელია გულისთვის? კარდიოლოგი განმარტავს პოპულარულ მითს, თუ როგორ ზემოქმედებს ყავა ორგანიზმზე