როგორ მიხვდეთ, რომ თქვენი კატა ავადაა: ნიშნები, რომლებიც მიგითითებენ დაუკავშირდეთ ვეტერინარს - rogor.ge

როგორ მიხვდეთ, რომ თქვენი კატა ავადაა: ნიშნები, რომლებიც მიგითითებენ დაუკავშირდეთ ვეტერინარს

თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ კატის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ღრძილების ფერის მიხედვით. როდესაც ჯანმრთელია ისინი ღია ვარდისფერი ფერისაა. თუ მუქი ვარდისფერი ან წითელი გახდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს.

ძირითადი მახასიათებლები:

გინგივიტი. თქვენი კატის ღრძილები შეიძლება გახდეს წითელი ფერის და შეშუპდეს. ასევე, შესაძლოა გაჩნდეს ნადები კბილებზე. გადაუდებელი ჩარევის გარეშე შეიძლება განვითარდეს მძიმე დაავადება.

სტომატიტი. ეს არის ანთება, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ღრძილებზე, ენაზე და პირის ღრუს სხვა მიდამოებშიც. შეიძლება განვითარდეს გინგივიტთან ერთად. ცხოველი ხდება ლეთარგიული და კარგავს მადას.

სითბური დარტყმა. თუ ცხოველი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სიცხეში, ან თბილ ოთახში, მანქანაში, შეიძლება განვითარდეს სითბური ინსულტი. ძირითადი სიმპტომებია მუქი წითელი ღრძილები და ენა. კატის გულისცემა ძლიერდება, მოსალოდნელი სიმპტომებია ღებინება და ქოშინი.

მოწამვლა. ღრძილების სიწითლე ასევე შეიძლება მიუთითებდეს მოწამვლაზე. როგორც წესი, კატებს უდიდდებათ გუგა, აქვთ ღებინება. ასეთი მოწამვლა ყველაზე ხშირად ემართებათ მცენარის ან თესლის ჭამის შემდეგ.

როგორ გადააჩვიოთ კატა შპალერისა და ავეჯის დაზიანებას

როგორ დაალევინოთ კატას წამალი, რომ გადაყლაპოს: სასარგებლო ხრიკები

როგორ მიუთითებს კატა სახლში უარყოფით ენერგიაზე?

როგორ შეარჩიოთ საჭირო და აუცილებელი ნივთები და რა იყიდოთ, თუ სახლში კატის მოყვანა გადაწყვიტეთ