როგორ დაალევინოთ კატას წამალი, რომ გადაყლაპოს: სასარგებლო ხრიკები - rogor.ge

როგორ დაალევინოთ კატას წამალი, რომ გადაყლაპოს: სასარგებლო ხრიკები

დააქუცმაცეთ წამალი და დაუმატეთ საკვებს

საკმაოდ ეფექტური მეთოდი, თუ ტაბლეტებს არ აქვთ უსიამოვნო გემო. ცხოველი სადილს სიამოვნებით მიირთმევს, ისე, რომ ვერ შეამჩნევს ფხვნილის სახით არსებულ მედიკამენტს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი არ გამოდგება მშრალ საკვებზე. ასევე, წინასწარ უნდა გადაამოწმოთ თქვენს ვეტერინართან, შესაძლებელია თუ არა კატას ამ ფორმით წამალი მისცეთ.

წყალში განაზავეთ

გატეხეთ ტაბლეტი და გახსენით წყალში. შემოახვიეთ კატას რბილი საბანი, რათა კლანჭებით არ დაგკაწროთ და დაალევინეთ. ის ინსტინქტურად გადაყლაპავს.

გამოიყენეთ ტაბლეტის დისპენსერი

ეს მოწყობილობა შეგიძლიათ ნახოთ ბევრ ვეტერინარულ მაღაზიასა თუ აფთიაქში და ის მნიშვნელოვნად ამარტივებს ისეთ უსიამოვნო პროცედურას, როგორიცაა თქვენი კატისთვის წამლის მიცემა. ეს საუკეთესო საშუალებაა, თუ ტაბლეტი უნდა მისცეთ მთლიანად და არ შეიძლება შერეული იყოს საკვებთან ან წყალთან.

როგორ მოვაშოროთ სახლიდან კატის შარდის სუნი?

როგორ შეარჩიოთ საჭირო და აუცილებელი ნივთები და რა იყიდოთ, თუ სახლში კატის მოყვანა გადაწყვიტეთ