ეს საიდუმლო ბევრმა არ იცის: როგორ მოამზადოთ ყავა იმაზე გემრიელად, ვიდრე კაფეში
ჯეზვეში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი მაღალი ხარისხის მარცვლის ყავა (სასურველია ახლად დაფქული).
დაამატეთ მარილის რამდენიმე კრისტალი. გემოს დასაბალანსებლად საჭიროა, მაგრამ სასმელში შესამჩნევი არ უნდა იყოს.
თუ გსურთ ტკბილი ყავა, დაამატეთ შაქარი გემოვნებით.
ჩაასხით 100-150 მლ ცივი წყალი. დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერი ყავა გიყვართ.
დადგით მაღალ ცეცხლზე და დაელოდეთ ქაფის ამოსვლას. შეამცირეთ ცეცხლი და როცა ყავა ქაფს მოიგდებს, გააჩერეთ 20 წამით, რომ ჩავიდეს. შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე და ასე სულ სამჯერ გაიმეორეთ.
ჯეზვე განზე გადადგით და დაელოდეთ, რომ ოდნავ გაგრილდეს. შემდეგ ჩაასხით ჭიქაში. ჭიქა უნდა იყოს ცხელი - ამისათვის გამოავლეთ მდუღარე წყალი.
როგორ დალიოთ ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე