შვებულების შემდგომი სინდრომი: როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივად, დასვენების შემდეგ - rogor.ge

შვებულების შემდგომი სინდრომი: როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს და ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივად, დასვენების შემდეგ

წინასწარ დაგეგმეთ თქვენი სამსახურში დაბრუნება

ბლოკნოტში ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და გეგმები, შექმენით სამუშაოების სია და დაადგინეთ პრიორიტეტები. ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ სიტუაციის კონტროლი და მოახდინოთ კონცენტრაცია საქმეზე.

რუტინას ეტაპობრივად დაუბრუნდით

istockphoto-1355539049-612x612-1694067243.jpg

შვებულებიდან დაბრუნებული მეორე დღესვე ნუ გახვალთ სამსახურში. აიღეთ დამატებით ერთი დღე, რომ სამსახურში დაბრუნება არ იყოს სტრესული. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაიწყეთ ჰიბრიდული გრაფიკით სიარული, ან გამოიყენეთ თავისუფალი დღეები, რათა ნელ-ნელა შეეჩვიოთ მუშაობის რეჟიმს.

პროდუქტიულად გამოიყენეთ სამსახურის შესვენება

შესვენება სამსახურში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს პროდუქტიულობაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში. შესვენებები საშუალებას აძლევს გონებას და სხეულს განიტვირთონ. მცირე შესვენების შემდეგ შეგნებული მუშაობა უფრო ეფექტური ხდება. სამუშაოს ხანგრძლივმა ინტერვალებმა შესვენების გარეშე, მეორეს მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს დაბალი პროდუქტიულობა და შეცდომების მაღალი მაჩვენებელი. შესვენებები საშუალებას გაძლევთ გაავარჯიშოთ კუნთები, გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები, როგორიცაა ზურგის ან თავის ტკივილი.

განიტვირთეთ

woman-2959213-640-1694067225.jpg

არ დაივიწყოთ თქვენი ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა. დაკავდით სპორტით, დაიწყეთ სიარული სპორტ-დარბაზში ან ცურვაზე, განიტვირთეთ და იხელმძღვანელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

შეცვალეთ რამე თქვენს გარეგნობაში

ეს შეიძლება იყოს ახალი ვარცხნილობა, ან ახალი ტანსაცმელი. შოპინგი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, დეპრესიის დასაძლევად. სიახლე ყოველთვის მოგცემთ იმის განცდას, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვედით.

გისურვებთ წარმატებებს!