როგორ ავითვისოთ აივნის სივრცე პროდუქტიულად - rogor.ge

როგორ ავითვისოთ აივნის სივრცე პროდუქტიულად

კერძო სახლში ცხოვრება დიდი ბენეფიტია მცენარეების და მებაღეობის მოყვარულებისთვის, თუმცა თქვენს ჰობს შეგიძლიათ განხორციელების საშუალება აივანზე მისცეთ. კორპუსში ცხოვრების შემთხვევაში შეგიძლიათ მცენარეებისგან აივანზე ცოცხალი კედელი შექმნათ, გამოიყენოთ მცენარეები როგორც დეკორის შესაქმნელად, ასევე ჟანგბადის გამომყოფადაც. განსაკუთრებით მომგებიანია ცოცხალი კედლის იდეა თუკი პატარა აივანი გაქვთ და სივრცის დაზოგვა გჭირდებათ, გარდა კედლისა, მცენარეები შეგიძლიათ აივნის მოაჯირის გარე მხარეებზე განათავსოთ სპეციალური თაროების ფორმის ქოთნების დახმარებით და ასეთივე დიზაინი ფანჯრებზეც გამოიყენოთ, თუმცა ასეთ დროს რეკომენდირებულია გარემო პირობების მიმართ ამტანი მცენარეების შერჩევა.

გარდა მცენარეებისა, აივნისა თუ ვერანდის სივრცე შეგიძლიათ მოსასვენებელ ზონად გარდაქმნათ და განიტვირთოთ ხოლმე სუფთა ჰაერზე. ეს უფრო მეტად მომგებიანია ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენი აივანი მყუდრო ქუჩას გადაჰყურებს და მანქანების ხმაური ნაკლებად შეგაწუხებთ. შეარჩიეთ კომპაქტური და ამავდროულად, კომფორტული ავეჯი, მაგალითად პუფები ან დასაკეცი სკამები. აარჩიეთ მრავალფუნქციური ნივთები, მაგალითად, სათავსო მყარი და სწორი ზედაპირით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყავის მაგიდის ფუნქციასაც შეითავსებს. ავეჯის დადგმამდე ზუსტად უნდა იცოდეთ თვენი აივნის ზომები, რათა არც გადატვირთული იყოს ზედმეტად და არც ერთმანეთისთვის შეუსაბამო და რადიკალურად განსხვავებული ზომის ნივთებით დახუნძლული. სივრცის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ სიმაღლე გამოიყენოთ და გარკვეული სათავსოები არამხოლოდ იატაკზე, არამედ კედლებზე თაროების სახით განათავსოთ. შეარჩიეთ შესაბამისი განათებაც და იზრუნეთ, რომ თქვენი აივნის სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეა, იზოლირებული და პრივატული დარჩეს, რათა იდილია და კომფორტი მეზობლების ცნობისმოყვარეობამ არ დაგირღვიოთ. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge