როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ არავის შეუძლია მათი შეხება უნებართვოდ - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ არავის შეუძლია მათი შეხება უნებართვოდ

ასწავლეთ, რომ მისი სხეული მისია და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შეეხება.

უთხარით ბავშვს მისი სხეულის თითოეული ნაწილის სახელი, მისი ასაკის შესაბამისი ენით.

ისაუბრეთ მათ უფლებაზე, უარი თქვან კოცნაზე ან მოფერებაზე, რომელიც მათ არ მოსწონთ, თუნდაც ეს იყოს ოჯახის წევრის მხრიდან.

ასწავლეთ მას მტკიცედ და დაუყონებლივ თქვას უარი, როცა იგრძნობს, რომ უსიამოვნო ფიზიკური კონტაქტია, ან ვიღაც ცდილობს აიძულოს გააკეთოს ის, რაც არ სურს.

განიხილეთ განსხვავება კარგსა და ცუდ საიდუმლოს შორის. აუხსენით, რომ ყველაფერი უნდა უთხრას მას, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.

444444444-1669186111.jpg

ბავშვებს არ აქვთ ბოროტება და ეს იწვევს მათ ნდობას სხვების მიმართ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ კარგისა და ცუდის (კარგი თუ ცუდი კონტაქტის) გარჩევა.

განმარტეთ, რომ არც ერთ ზრდასრულს არ აქვს უფლება სთხოვოს ბავშვებს დახმარება რაიმეს გასაკეთებლად (და მით უმეტეს, მშობლების ნებართვის გარეშე). ნორმალურია ზრდასრული ადამიანისთვის დახმარება სხვა ზრდასრულს სთხოვოს და არა ბავშვს.

უთხარით მას, რომ თუ ვინმე უყურებს ან ეხება მისი სხეულის ინტიმურ ნაწილებს, ნუ შეეშინდებათ უარის თქმის. მათ სწრაფად უნდა დატოვონ ადგილი და წავიდნენ იმ ადამიანთან, რომელსაც ენდობიან, რომ უთხრან რა მოხდა. განაგრძეთ ღია საუბარი თქვენს შვილებთან, რათა მათ ჰქონდეთ სრული თავდაჯერებულობა, რომ გითხრათ ყველაფერი, რაც მათ ემართებათ, არ აქვს მნიშვნელობა ერთი, ორი, სამი თუ ხუთი წლის არიან. აგრძნობინეთ, რომ თქვენ მუდამ დაიცავთ მას.

როგორ ავამაღლოთ ადრეულ ასაკში ბავშვის ინტელექტი

როგორ ვუთხრათ ბავშვს უარი ისე, რომ გული არ ეტკინოთ

როგორ ვუპასუხოთ ბავშვს კითხვაზე: - საიდან ჩნდებიან ბავშვები? პასუხი სხვადასხვა ასაკის ბავშვს

წყარო: sharingideas.me