როგორ ავამაღლოთ ადრეულ ასაკში ბავშვის ინტელექტი - rogor.ge

როგორ ავამაღლოთ ადრეულ ასაკში ბავშვის ინტელექტი

მიეცით თქვენს შვილებს გამოცდილება სათამაშოების ნაცვლად

რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან? აზრი არ აქვს იყიდოთ მათთვის ყველაფერი. შვილებთან დროის გატარება ბევრად უფრო ღირებულია. ბავშვების აკადემიური წარმატება უფრო მეტად უკავშირდება მათ საყოფაცხოვრებო გარემოს და მშობლების ჩართულობას, ვიდრე სათამაშოებსა და ელექტრონიკას, რომლებსაც მათ აძლევენ. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ რამდენიმე სათამაშო, მაგრამ ჰყავთ მშობლები, რომლებიც მათთან უფრო მეტ დროს ატარებენ, უკეთესი ემოციური და სოციალური განვითარება აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მშობლების ყურადღება ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი ეკრანი, ან სათამაშო, რომლის ყიდვაც შესაძლებელია ფულით.

7-1668665067.jpg

მადლიერება და კეთილშობილება იზრდება, როდესაც შვილებს გამოცდილებას აძლევთ

ბედნიერება მოდის გამოცდილებიდან და არა მატერიალური საკუთრებიდან. ბავშვობის გამოცდილებიდან მიღებული ბედნიერება ბევრად უფრო ძვირფასი და ღირებულია, ვიდრე ნაძვის ხის ქვეშ სათამაშოების მიღებისას წარმავალი მღელვარება. სათამაშოების ჩუქების ნაცვლად გამოცდილების მიწოდებას, რომელიც მოიცავს ოჯახთან ერთად გატარებულ დროს, უფრო მეტი ბედნიერება და სიხარული მოაქვს.

8-1668665080.jpg

კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა თომას გილოვიჩმა ათწლეულების განმავლობაში ჩაატარა რამდენიმე კვლევა და აღმოაჩინა, რომ ბედნიერება დაკავშირებულია გამოცდილებასთან და არა მატერიალურ საკუთრებასთან.

წყარო: sharingideas.me