8 საიდუმლო იდეალური პიურეს მოსამზადებლად - rogor.ge

8 საიდუმლო იდეალური პიურეს მოსამზადებლად

კარტოფილის ხარისხი

3-1656057663.jpg

ახალი კარტოფილი არ არის შესაფერისი პიურესთვის, რადგან არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის სახამებელს. აირჩიეთ შედარებით ძველი კარტოფილი.

მოაშორეთ მას უსიამოვნო სუნი

კარტოფილის გაფცქვნამდე აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიწის სუნს აიღებს.

მოხარშეთ გარეცხვისთანავე

არ გააჩეროთ ცივ წყალში, როგორც კი გაასუფთავებთ, მაშინვე მოხარშეთ. წყალში დიდხანს გაჩერება გამოდევნის სახამებელს.

როდის ჩავყაროთ კარტოფილი ქვაბში

4-1656057709.jpg

კარტოფილის ჩაყრა ქვაბში უმჯობესია მდუღარე მარილიან წყალში. ასე პიურე ბევრად გემრიელი გამოვა. თუ ცივ წყალში დაიწყებთ მოხარშვას, მაშინ ზედა ფენა შეიძლება უფრო სწრაფად მოიხარშოს, შუა კი უმი დარჩეს. გარდა ამისა, სახამებლის ნაწილი შეიძლება წყალში შევიდეს და პიურეს გემო განსხვავებული იქნება.

მოხარშვის წესი

წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს კარტოფილს. სრული ადუღების შემდეგ, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ დარბილებამდე, 20-25 წთ. დახურული თავსახურით.

რითი დაჭყლიტოთ

როდესაც მოიხარშება კარტოფილი, გადაწურეთ წყალი და დაჭყლიტეთ ხელის საჭყლეტით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერიც (არ გამოიყენოთ ბლენდერი).

პროდუქტების შერევის თანმიმდევრობა

2-1656057783.jpg

ჯერ დაჭყლიტეთ კარტოფილი, დაუმატეთ ნელ-ნელა კარაქი, გააგრძელეთ პიურეს თქვეფა. დაუმატეთ ცხელი რძე, ან ნაღები - მცირე ულუფებით. კარტოფილის მოხარშვისას შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა ბოსტნეული, დაფნის ფოთოლი, წიწაკა. და პიურეს დროს მოვაყაროთ შემწვარი ხახვი, ბეკონი, მუსკატის კაკალი, დაჭრილი ახალი მწვანილი. მაგალითად, კამა.

მიირთვით დაუყოვნებლივ

პიურე უნდა მიირთვათ ცხელი, ახალი მომზადებული.