როგორ დავიცვათ თავი ქუჩაში ავი ძაღლისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი ქუჩაში ავი ძაღლისგან

თუ გაქვთ მცირედი შანსიც კი, რომ აარიდოთ გაღიზიანებულ ძაღლს თავი, მაშინ გირჩევთ გამოიყენოთ ის. აუარეთ მას გვერდი ფრთხილად, რამდენადაც მოახერხებთ ამას. ასევე, გაჩერდით და ალერსიანი ტონით დაელაპარაკეთ. ძაღლი ინტონაციით იგრძნობს, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ.

იმ შემთვევაში, თუ თქვენ ვერ ახერხებთ პირველი პუნქტის შესრულებას, მაშინ გირჩევთ შემდეგს: გაიხადეთ მაისური, ასევე შეგიძლიათ რამე ნივთი, რაც ძალიან ძვირფასი არ არის თქვენთვის, გაუწოდეთ ძაღლს, თითქოს ამ ნივთის საშუალებით იცავთ თავს, ძაღლი უპირველეს ყოვლისა უკბენს თქვენს მიერ გაწოდებულ ნივთს. ასე, თავიდან აიცილებთ კბენას სხეულზე, ამასობაში იჩქარეთ და ძაღლს მთელი ღონით, ხელით ან უკეთესია ფეხით მოარტყით ცხირში. ამით ის მიხვდება თუ ვინ არის შედარებით ძლიერი და გაგერიდებათ. არ შეგეშინდეთ! აქვე ყველას გთხოვთ, ეს რჩევა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს იცავთ ძაღლის თავდასხმისგან და სხვა გზა არ გაქვთ. ყველა სხვა შემთხვევაში, მოგიწოდებთ, ძაღლს ზიანი არ მიაყენოთ.

თუ ძაღლი არ არის გაწვრთნილი , ან ქუჩის ძაღლია, ჯობს აიღოთ რამე სხვა ნივთი, ჯოხი, ასევე გამოგადგებათ ქუდი, თუ ის გასაჭირის მომენტში თან გაქვთ. დაელოდეთ, როდის შემოგიტევთ ძაღლი და შეეცადეთ ქუდი ჩაუდოთ პირში. როგორც კი გარეშე საგანი აღმოჩნდება ძაღლის პირში, ის ინსტინქტურად პირს დახურავს და ნაკლებად სახიფათო გახდება თქვენთვის.

თუ თქვენ ყველაფერი იღონეთ და მაინც ვერ მოახერხეთ დაგეცვათ თავი ძაღლისგან და მან მოახერხა თქვენი კბენა, დამშვიდდით არ აღელდეთ და მიყევით შემდეგ ინსტრუქციებს : როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა ძაღლმა

როგორ დაიცვათ თავი ქუჩაში მაწანწალა ძაღლების თავდასხმისგან