შინაური ცხოველები

ძაღლები

როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა ძაღლმა

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ხშირად გვესმის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ უკბინა ძაღლმა ადამიანს. შეიძლება ეს იყოს ცუდი გაწვრთნის ბრალი, პატრონის უყურადღებობის, ან თუნდაც იმ ადამიანის ვისაც უკბინა ცხოველმა. ამასთანავე დღემდე გადაუჭრელია ქუჩაში მაწანწალა ძაღლების პრობლემა. იმისათვის, რომ იყოთ მეტად ინფორმირებული თუ როგორ მოიქცეთ ძაღლისგან დაკბენის შემთხვევაში გაეცანით სტატიას.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ბამბა
  • ბინტი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • იოდი
  • საპონი 70 % იანი

საფეხურები

  1. 1 მოდით, რომ გავიმარტივოთ საქმე დავყოთ არსებული კითხვა რამოდენიმე შესაძლო ვარიანტად.
    - როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა სახლის ძაღლმა
    - როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა მაწანწალა ძაღლმა
    - როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა უკბინა პატარა ბავშვს.
    - როგორ მოვიქცეთ კბენის შემდეგ. ვის და სად მივმართოთ.
  2. 2 როგორ მოვიქცეთ თუ გვიკბინა შინაურმა ძაღლმა ? პირველი საქმე რაც აუცილებლელია : გამოკითხეთ ძაღლის პატრონი აქვს თუ არა ძაღლს ჩატარებული აცრები, განსაკუთრებით ცოფზე და თუ აქვს მას ამის დამადასტურებელი ცნობა. თუ აქვს ძაღლს აცრა გაკეთებული დაადგინეთ როდის და რა სახის აცრა აქვს მას გაკეთებული.
    ზოგადად ვაქცინის ვადა მერყეობს 1-2 წლამდე.
    იმ შემთვევაშიც კი თუ თქვენ გიკბინათ საკუთარმა ძაღლმა და იცით, რომ მის ვაქცინას ვადა გაუვიდა, ან საერთოდ არ იყო აცრილი ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს.მიმართეთ ექიმს და აუხსენით ყველაფერი დეტალურად.
    ხშირ შემთხვევაში რთული დასადგენია პატრონისგანაც თუ როდის აქვს ძაღლს ან თუ აქვს საერთოდ აცრა გაკეთებული, უარესს შემთხვევაში თუ ადგილი გვაქვს მაწანწალა ძაღლის ნაკბენთან, ან ნერწყვთან კონტაქტის დროსაც კი დაუყოვნებლივ საჭიროა გაცოფების საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.
  3. 3 იმ შემთხვევაში თუ ნაკბენის ზომა დიდია და ჭრილობა გახსნილია, ასევე ადგილი აქვს სისხლდენას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
    მრავლობითი ნაკბენები და დაზიანებები, ძლიერი სისხლდენა, ვენების ან არტერიის დაზიანება, ნაკბენი სახეზე ან სხვა მგრძნობიარე ადგილებში, ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვოს ტკივილის შოკი.
    პირველადი დახმარება რისი გაწევაც შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ ნაკბენი არ არის ძალიან დიდი მაგრამ კანის ფენა საკმაოდ დაზიანებულია და შეგიძლიათ გადაადგილება, აუცილებლად მოიბანეთ გამდინარე წყლით და საპნით.განსაკუთრებით ის ადგილი სადაც ნაკბენია და ცხოვრელის ნერწყვის კვალი ჩანს.
    ამის შემდეგ მიმართეთ უახლოესს სამედიცინო პუნქტს სადაც გაგიკეთებენ საჭირო აცრებსა და დაგინიშნავენ წამლებს შემდეგი მკურნალობისთვის.
  4. 4
    იმ შემთხვევაში თუ ჭრილობის პირველადი დამუშავება თქვენ თვითონ გიწევთ, გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი.ჩაიწვეთეთ ის პირდპაირ ჭრილობაში.ჭრილობის ნაპირები დაიმუშავეთ იოდით. მარლის სახვევი გაიკეთეთ არამჭიდროთ და სტერილური ბინტი,მიმართეთ სამედიცინო პუნქტს.
    ჭრილობაში ასე თუ ისე მაინც მოხვდება ცხოველის ნერწყვის ნაწილი, ჯანმრთელი ძაღლის ნერწყვიც კი ბევრ ბაქტერიებს შეიცავს. ასე, რომ შეიძლება გაგიღიზიანდეთ ჭრილობა. ამ მიზეზის გამო გახსნილ ჭრილობას არ კერავენ მაშინვე. საჭიროა გაიაროთ მკურნალობის მცირე კურსი ანტიბიოტიკებითა და გადახვევებით, ასევე ჭრილობის მობანვებით.
  5. 5 თუ ძაღლმა უკბინა ბავშს და მიაყენა სერიოზული დაზიანება მიუხედავად ასაკისა დაურეკეთ სასწრაფოს!
    თუ ნაკბენი არ არის ძალიან მძიმე, უპირველესია ამ შემთხვევში, არ აყვეთ პანიკას. ბავშვი უკვე შეშინებულია, დაამშვიდეთ ბავშვი და მოიქეცით ისევე როგორც არის აღწერილი ზემოთ: მობანეთ ჭრილობა , გაუკეთეთ სახვევი და რაც შეიძლება ჩქარა მიმართეთ ექიმს. გზაში აუხსენით, რომ მას ნახავს კეთილი ექიმი რომელიც სპეციალურ წყალს დაასხამს ჭრილობაზე ბინტს გაუკეთებს და მალე მოურჩენს ჭრილობას. ნუ გაუბრაზდებით ბავშვს ! ის ისედაც დასჯილია ასეთ სიტუაციაში. შემდეგ აუხენით თუ, როგორ უნდა მოიქცეს ის ცხოველებთან. შეეცადეთ, რომ არ დარჩეს მას ძაღლების შიში.
  6. 6 შინაური ძაღლის მიერ თავდასხმის და კბენის შემთხვევაში, რომელსაც ჰყავს კანონიერი პატრონი, არ ღის, რომ ეს შეარჩინოთ პატრონს. თუ ეს ძაღლის ბრალეულობის გამო მოხდა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე გიკბინათ მოთხოვეთ მას ზარალის ანაზღაურება. მიმართეთ სპეციალურ მედ პუნტქს სადაც დაფიქრსირდება კბენის ფაქტი. ამის შემდეგ იგზავნება წერილობითი პრეტენზია ძაღლის მფლობელის სახელზე და შემდეგ სასამართლოში. ასევე საჭიროა თვითმხილველების ჩვენებებიც. სასამართლოსგან დადებითი გადაწყვეტილების მიიღება არ არის მარტივი საქმე. ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ.
    თუმცა ყველაზე უკეთესია მოარიდოთ თავი გაუწვრთნელ ძაღლებს და მათ უხამსს მფლობელებს.

გაფრთხილებები

  • ძაღლის ნეწყვი შეიცავს ძალიან ბევრ ბაქტერიას და ორგანიზმისთვის მავნე ნივთერებებს. არ ღირს უმნიშვნელო ჭრილობის უყურადღებოდ დატოვება. გაუფრთხილდით საკუთარ და თქვენი ახლობელი ადამიანების სიცოცხლეს!