როგორ მოვიქცეთ თუ კუჭი საჭმელს ვერ ინელებს

თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის მოუნელებლობა, გაეცანით ხალხური მედიცინის რჩევებს და იმკურნალეთ.ხებთ კუჭის მოუნელებლობა, გაეცანით ხალხური მედიცინის რჩევებს და იმკურნალეთ.
საფეხურები
- 1 ოთხასი გრამი ალოეს წვენი, 800 გრამი თაფლი, 4 ცალი თესლგამოცლილი, კანიანად დაკეპილი ლიმონი აურიეთ და დადგით ერთი ღამე. მიიღეთ 50 გრამი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს ნორმა საკმარისია.
- 2 ავადმყოფმა ასკილის ფესვების ნახარში უნდა სვას წყალივით.
- 3 კანიან გოგრას მოჭერით თავი. ამოასუფთავეთ ისე, რომ თესლი შიგნით არ დარჩეს. შეავსეთ შაქრის ფხვნილით, თავი დაახურეთ და სანთლით შემოგლისეთ. ჩადგით მომინანქრებულ ჭურჭელში და გააჩერეთ 5 დღე, შემდეგ გადაწურეთ წვენი. მიიღეთ თითო ღვინის ჭიქით, მეტს ვერ დალევთ. ამ წესით მომზადებულ გოგრის წვენი უხდება გულის დაავადებებსაც.
- 4 ასი გრამი კაკლის მწვანე ნაყოფი დავნაყოთ და დავასხათ 0,5 ლიტრი არაყი. 10 დღე დავდგათ თბილ, ბნელ ადგილას. პერიოდულად შევანჯღრიოთ. გავწუროთ და მივცეთ ავადმყოფს 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
- 5 ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ყურადღებას მაიქცევთ თქვენს კვების რაციონს, იკვებეთ სწორად!