ჯანმრთელობა

დიეტა და ცხოვრების სტილი

როგორ ვიკვებოთ სწორად

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ყველას მოგეხსენებთ თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს სწორი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და მაშასადამე დღეგრძელი უნდა მოერიდოთ ერთმანეთთან შეუთავსებად საკვები პროდუქტების მიღებას. მოცემული ინსტრუქცია დაწერილია ჰ. შელტონის ცხრილის მიხედვით და მასში მოცემულია შეუთავსებადი პროდუქტების სია, თუ რისი მიღება არ შეიძლება ერთად. აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტების ურთიერთშეთავსების პრობლემებს მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერთა მრავალი ნაშრომი მიეძღვნა.

 

საფეხურები

  1. 1 ნურასოდეს მიიღებთ კონცენტრირებულ ცილოვან და ნახშირწყლებიან საკვებს ერთ ჯერზე.
    ეს ნიშნავს: არ შეჭამოთ ნიგოზი, ხორცი, კვერცხი, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან, მარცვლოვან პროდუქტებთან, კარტოფილთან, ნამცხვართან, ტკბილ ხილთან ერთად.
    ერთ ჯერზე უნდა მიირთავათ - კვერცხი, მეორეზე - თევზი, მესამეზე - რძე, მეოთხეზე - ყველი და სრულიად სხვა დროს - პური, ფაფეული, ან ანტრია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცომეულის ნაწარმზე, მაშინ ისინი ცალკე მიირთვით.
  2. 2 არასოდეს მიირთვათ ნახშირწყლოვანი და მჟავე საკვები ერთ ჯერზე.
    ნუ შეჭამთ პურს, კარტოფილს, ბარდას, პარკოსნებს, ბანანს, ფინიკს (ინდის ხურმა) და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტებს ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, შტოშთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად.
  3. 3 არასოდეს შეჭამოთ ორი კონცენტრირებული ცილოვანი საკვები ერთ ჯერზე.
    სხვადასხვა სახისა და შემადგენლობის ცილოვანი პროდუქტები საჭიროებენ განსაკუთრებულ საჭმლის მომნელებელ წვენებს და კონცენტრაციებს. ეს წვენები კუჭში ერთსა და იმავე დროს არ გამოიყოფა, ამიტომაც ყოველთვის საჭიროა წესის დაცვა: ერთი ცილოვანი საკვები - ერთჯერად მიღებაზე.
  4. 4 არასოდეს მიირთვათ ცხიმები ცილებთან.
    ნაღები, კარაქი, არაჟანი, მცენარეული ზეთი არ უნდა შეჭამოთ ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილებთან. ცხიმი თრგუნავს კუჭის ჯირკვლებს და აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას.
  5. 5 არ ჭამოთ მჟავე ხილი ცილოვან საკვებთან.
    ფორთოხალი, ლიმონი, პომიდორი, ანანასი, ალუბალი, მჯავე ქლიავი, მჟავე ვაშლი, არ უნდა მიირთვათ ყველთან, ნიგოზთან, კვერცხთან და ხორცთან.
    რაც ნაკლებ რთულია საკვების ნარევი, რაც უფრო მარტივია ჩვენი კერძები, მით უფრო ეფექტურია ჩვენ მიერ საჭმლის მონელების პროცესი.
  6. 6 არ მიირთვათ სახამებლიანი საკვები და შაქარი ერთ ჯერზე.
    ჯელე, ჯემი, ხილის ნაღების კარაქი, შაქარი, ბადაგი, სიროფი არ უნდა მიირთვათ პურთან, ან ერთ ჯერზე ფაფებთან, ან კიდევ ნამცხვერბთან - ღვეზელთან, ტორტთან, ფუნთუშეულთან.
    ყველაფერი ეს გამოიწვევს ნაწლავების დუღილს, ხოლო შემდეგ კი ორგანიზმის მოწამვლას. ჩვეულებრივ, დღესასწაულები, ტორტით, კანფეტებით, ღვეზლით იწვევს ღებინებას, დაავადებებს - განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმნულებში.
  7. 7 მიირთვით მხოლოდ ერთი კონცენტრირებული სახამებელი საკვების ერთ ჯერზე.
    თუ სახამებლის ორი სახეობა (კარტოფილი ან ფაფეული, ან პური) მოიხმარება ერთჯერადად მიღებაზე, მაშინ ერთი მათგანი გადამუშავდება, ხოლო მეორე ხელუხლებელი რჩება კუჭში, როგორც ტვირთი - არ გადადის ნაწლავებში, აფერხებს სხვა საკვების შეთვისებას, იწვევს დუღილს, ბოყინს, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ა.შ.
  8. 8 ნესვი ყოველთვის უნდა მიირთვათ ცალკე, როგორც ყველა ხილი და ჭამის წინ ცარიელ კუჭზე. ხოლო შემდეგი საკვები უნდა მიიღოთ 80 წუთის შემდეგ.
  9. 9 რძე უმჯობესია გადააქციოთ მაწონად, მიიღოთ ცალკე ან საერთოდ არ მიირთვათ.
    რძის ცხიმი რაღაც დროით აბრკოლებს კუჭის წვენის გამოყოფას. რძე შეითვისება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაჭლავში, ამიტომ რძის არსებობას კუჭში რეაგირებს სეკრეციით, რაც ხელს უშლის სხვა საკვების გადამუშავებას, თუ ის კუჭში მოხვდა რძესთან ან რძის პროდუქტებტან ერთად.
    პროდუქტების სწორი ურთიერთშეთავსების მთავარი ამოცანაა - დუღილის და კუჭ-ნაწლავში საკვების გახრწნის თავიდან აცილება.
  10. 10 სალათებში არ უნდა დაემატოს არც მცენარეული ზეთები, არც სიმჟავენი. სიმჟავენი ხელს უშლიან სახამებლისა და ცილების შეთვისებას.
    თუ საკვებს უმატებენ არაემულსიურ ცხიმებს, კუჭში მარილმჟავას გამოყოფა ნელდება, ან საერთოდ არ გამოიყოფა. ცხიმები ხელს უშლიან აგრეთვე ცილების გადამუშავებას, სალათების შეზავება, თუ ასე აუცილებელია, უმჯობესია ბოსტნეულისავე წვენებით. კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვენები, საკვებში ჩამატებული, ძლიერ ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, წვენები საგრძნობლად ამაღლებენ ფერმენტების შემცველობას.
  11. 11 ყველაზე ძალიან ორგანიზმს ცხიმების შეთვისება უჭირს. მცირე რაოდენობის ცხიმიც კი ანელებს კუჭის წვენის გამოყოფას.
    კუჭის წვენის გამოსაყოფად და კუჭის ასამოძრავებლად, კომბოსტოს წვენი პრაქტიკულად სრულიად უპირისპირდება ცხიმების შემაფერხებელ მოქმედებას.
  12. 12 ხილი, მირთმეული ნებისმიერ სხვა პროდუქტთან ერთად, მიუხედავად მისი მაღალი ყუათიანობისა,მთელ საკვებს გადააქცევს ხრწნად მასად.
    სხვა პროდუქტებთან შეერთებისას, ხილი ადვილად იწყებს დუღილს. ყველაზე უკეთესია მისი ცალკე ჭამა საკვების მიღების წინ; თანაც მჟავე და მჟავე - მოტკბო ერთ მიღებაზე, ხოლო ტკბილი მეორეზე.
    ხილის შეთვისებისათვის ორგანიზმს ესაჭიროება 65-80 წუთი. თუ მას მიირთმევთ იმ პროდუქტებთან ერთად, რომელიც თხოულობს გადამუშავებისათვის რამდენიმე საათს, საჭმლის მოსანელებელი პროცესი სერიოზულად დაირღვევა.