
ამ ინსტრუქციაში აღწერილია, თუ როგორ მოვამზადოთ შემწვარი გოჭი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- გოწი - 1 ცალი (საშუალო)
- წიწაკა - გემოვნებით
- ნიორი - გემოვნებით
- ქინძი - გემოვნებით
- კამა - გემოვნებით
- რეჰანი - გემოვნებით
- ოხრახუში - გემოვნებით
- ნიგვზის ზეთი - გემოვნებით
- ერბო - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
საფეხურები
- 1 გოჭი კარგად გავასუფთაოდ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. ძალიან წმინდად დავნაყოთ წინასწარ ცხელ წყალში დამბალი წიწაკა, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი.
- 2 ეს ყველაფერი გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში და გოჭს წავუსვათ როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. ამ ნაერთის მაგიერ, შეწვის დროს შეიძლება ხანგამოშვებით წავუსვათ ერბო ან წყალი.
- 3 გოჭი შეიძლება შეიწვას, როგორც ღუმელში, ასევე ნაკვერჩხალზე, შამფურზე წამოცმული.