მეურნეობა

მებაღეობა

როგორ მოვიყვანოთ კამა (ბაღში)

ავტორი: საბა მდივნიშვილი

კამა საკმაოდ სიცივეგამძლე მცენარეა ვეგეტაციის მცირე პერიოდით, რაც საშუალებას გაძლევთ ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე დათესოთ იგი კვალში. კამა გრძელი დღის მცენარეა, ამიტომ თესლს იკეთებს მხოლოდ მაშინ, როცა დღე გრძელდება 12 საათზე მეტს.

 

საფეხურები

  1. 1 სინათლე - კამის მოყვანა კვალში შეიძლება ნაწილობ დაჩრდილულ ადგილას, მაგრამ უკეთესი შედეგისათვის დიდი რაოდენობით მზის შუქია საჭირო.
  2. 2 Ph ნიადაგის მჟავიანობა - 5.5-7.0, ზედმეტადტენიან ნიადაგებზე კამა ყვითლდება ან წითლდება.
  3. 3 მორწყვა - კამა გვალვაგამძლეა, მაგრამ რეგულარული მორწყვა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავალს. გარდა ამისა, ტენიანობის უკმარისობა იწვევს მცენარის გაყვითლებას.
    მორწყვა აუცილებელია კვირაში 1-2, რაოდენობით - 6ლიტრი 1მ²-ზე.
  4. 4 დასათესად მომზადება - კამის ადრეული ამოსვლას შეიძლება მივაღწიოთ წამოზრდილი თელსების დათესვით. ამისათვის საჭიროა კამის თესლებს ჩაუტარდეს დათესვამდე რამდენიმე პროცედურა.
  5. 5 სასუქი - შემოდგომაზე კვალში კამას აწვდიან 1მ²-ზე: 15 გრამ ამიაკის გვარჯილას, 10 გრამ სუპერფოსფატს, 10 გრამ კალიუმის მარილს, 2-3 კგ ორგანიკას. ამასთან ერთად, კვალს ბარავენ 25 სმ-ის სიღრმეზე.

    მცირე ზრდისას კამას სჭირდება 1-2 კვება: 25 გრამი გვარჯილა და კალიუმის მარილი 10 ლიტრ წყალზე, 4 მ²-ის ფართობის კვალზე მისაწოდებლად. საკვების მიწოდების შემდეგ მცენარეს ჯეროვნად რწყავენ სუფთა წყლით.

    კამის ფოთლებში გროვდება დიდი რაოდენობით ნიტრატები, ამიტომ არ შეიძლება აზოტოვანი სასუქებით განებივრება, კამის ჩრდილში გაზრდა ან ახლო-ახლო დათესვა.
  6. 6 კარგი წინამორბედები - კამისათვის კარგ წინამორბედებად ითვლება: კომბოსტო, პომიდორი, კიტრი.
  7. 7 ცუდი წინამორბედები - კამისათვის ცუდ წინამორბედებად ითვლება: სტაფილო, ოხრახუში, ნიახური.
  8. 8 დათესვის ვადები - თესლები იზრდება +2 - +5 °С-ზე, ამიტომ კამის დათესვას იწყებენ აპრილის ბოლოში - მარტის დასაწყისში.

    მოსავლის თანმიმდევრულად ასაღებად კამას თესავენ 3-4 ჯერ ზაფხულის განმავლობაში (20 დღის ინტერვალით)

    კამის დათესვა შეიძლება ზამთრისთვისაც, ოქტომბრის ბოლოში - ნოემბრის დასაწყისში, მოსავლის გაზაფხლზე ნაადრევად მისაღებად.
  9. 9 დათესვის სქემა - დაშორება კვალებს შორის უნდა იყოს 20 სმ. თესლის მოფანტვის ნორმა 1-2 გრამი 1 მ²-ზე
  10. 10 დათესვის სიღრმე - კამის თესლებს თესავენ 2 სმ-ის სიღრმეზე.
  11. 11 მოვლა და მოყვანა - კამის მოვლა გამოიხატება რეგულარულ და გვალვის დროს გახშირებულ მორწყვებში.

    თუ კამა მოგყავთ მწვანილისათვის, მაშინ მისი მოკრეფა საჭიროა, როცა მცენარე მიაღწევს 15-20 სმ სიგრძეს.

    ძალიან გახშირებულ ნათესებში კამის ზრდა ფერხდება.
  12. 12 პრობლემები - ბევრი მცენარე ერთად დათესვის შემთხვევაში ახერხებს თავის დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან.
  13. 13 კამის სახეობები:

    ადრეული სახეობები: Аврора, Ажур, Атаман, Вологодские кружева, Гренадер, Грибовский, Дальний, Пикантный, Преображенский, Раннее чудо, Самоцвет, Туркус, Ударник, Эста.

    საშუალო ზრდის სახეობები: Геркулес, Дилл, Иней, Отличный Семко, Севастопольский.

    გვიანი ზრდის სახეობები: Борей, Кибрай, Узоры, Мораван, Салют, Кутузовский.