როგორ ჩავიტაროთ თვითდიაგნოსტიკა (დიაგნოზი გარეგნობის მიხედვით) - rogor.ge

როგორ ჩავიტაროთ თვითდიაგნოსტიკა (დიაგნოზი გარეგნობის მიხედვით)

 

[u]ცხვირი[/u] - ჩინელი მკურნალები თვლიდნენ, რომ ცხვირი მთლიანად ასახავს ადამიანის ხერხემლის მდგომარეობას, ეს კი დიდ გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე.

 

[i]ცხვირის ნესტოები თუ წითლდება და იმ ადგილას კანი თხელდება,[/i] - ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი; ამავე დროს, ეს სიმპტომი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სისხლში შაქრის დონემ მოიმატა.

 

[i]ცხვირის წვერზე კანი აქერცვლა ან გაღიზიანება.[/i] - იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ზედმეტად ეტანებით რძის პროდუქტებს, რომლებზეც უარის თქმაა საჭირო და უნდა მიიღოთ მწვანე ფერის ბოსტნეული.

 

[i]მოლურჯო - მოწითალო ფერის ცხვირი[/i] პირდაპირ მიუთითებს სისხლის დაბალ წნევაზე, ახასიათებს ჰი პოტინიით დაავადებულ ადამიანებს.

 

[i]ცხვირის ცალკეულ ადგილების გაფერმკთალება[/i], ნესტოების სიფერმკთალე მიუთითებს პნევმონიაზე (ფილტვების ანთება). ეს ნიშანი ხშირად უჩნდებათ პნევმონიით დაავადებულ ბავშვებს.

 

[i]ცხვირის ბრინჯაოსფერი შეფერილობა[/i], რომელსაც თან ახლავს მუქი ფერის წერტილოვანი წარმონაქმნები - ღვიძლის დაავადებაზე, ნაღვლის ბუშტის ან ელენთის დაავადებებზე მიანიშნებს.

 

[i]ცხვირის ზემოთ, შუბლის არეში ღრმა ვერტიკალური ნაოჭები[/i] ისეთ ადამიანზე მიუითებს რომელიც ხშირად ვარდება დეპრესიაში და შემდეგ ძალიან უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

 

[i]ცხვირის ზემოთ ჰორიზონტალურად ღრმა ნაოჭები[/i] - პირდაპირ მიუთითებს ფარისებურ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

 

[i]ცხვირის ნესტოებზე მკაფიოდ გამოკვეთილი კაპილარები[/i] პიდარპირ მიუთითებს ღვიძლის დაავადებაზე; აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

 

ცხვირსა და ზედა ბაგეს შორის მარცხენა მხარეს არსებული ღრმა ნაოჭი მიუთითებს მსხვილნაწლავის უწესრიგობაზე. ადვილი შესაძლებელია, ამ დროს სწორნაწლავი ადგილიდან იყოს დაძრული და გადაწეული მარცხენა მხარეს.

 

[i]ცხვირის მახვილი წვერი[/i] - კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტულ მოვლენებზე მიუთითებს.

 

[i]ცხვირის წვერის გაფერკმთალება[/i] - სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და წყლულოვანი დაავადებების საფრთხეზე მიანიშნებს.

 

[i]ცხვირის მიჭყლეტილი წვერი[/i] - პირდაპირ მიუთითებს კუჭის წყლულის არსებობაზე.

 

[i]ცხვრის შესიებული წვერო[/i] გულის სისუსტეზე მიუთითებს.

 

[i]ცხვირის წვერი გაორებული შესამჩნევი ღარით[/i] - გულის დეფექტზე, არითმიაზე მიგვანიშნებს.

 

[i]ცხვირის წვერის გამკვრივება [/i]- მოახლოებული ინფაქტის ნიშანია.

 

[u]ყვრიმალები[/u] - დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან. თუ ამ ადგილებში ხშირად იჩენს თავს მუწუკები, მიაქციეთ ყურადღება ნაღვლის ბუშტს და ჩაიტარეთ გამწმენდი პოცედურები.

 

[u]ნიკაპი[/u] - თუ ქალს მენსტრუალური ციკლის დროს ნიკაპზე მუწუკები უჩნდება, ეს იმის მაუწყებელია, რომ მისი ნაწლავები მოსაწესრიგებელია. საჭიროა დიეტა და ორგანიზმის გაწმენდა.

 

[u]პირის კუთხეებში[/u] - წვრილი მუწუკები თუ ჩნდება ან ამ ადგილას კანი იქერცელბა, ეს იმაზემეტყველებს, რომ თორმეტგოჯა ნაწლვი არასწორად ფუნქციონირებს.

 

[u]ტუჩებზე თუ კანი იქერცლება[/u] - კუჭის დაავადების ნიშანია.

 

[u]პირის გარშემო ძარღვების გაგანიერება[/u] - გასტრიტზე, გასტროკოლიტზე მიუთითებს.

 

[u]ყავისფერი ლაქები თმის ძირებთან[/u] - ღვიძლის გადატვირთვაზე, ორსულობაზე მიგვანიშნებს.

 

[u]კოჟრი მარცხენა ფეხის ნეკა თითთან[/u] - გულის გაუმართავი მუშაობს ნიშანია.