
გაწუხებს მუწუკები? გსურთ, რომ ლამაზი და მოვლილი სახის კანი გქონდეთ? მაშინ მიჰყევი ქვემოთ დაწერილ ხალხურ რეცეპტს. არ დაიზარო ეს მხოლოდ რამოდენიმე წუთს წაგართმევს ხოლო შედეგს თავად ნახავ.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- თაფლი
- ალოე
- იოდი
- წყალბადის ზეჟანგი
- ოთახის ტემპერატურის წყალი
- სუფთა პირსახოცი
საფეხურები
- 1 კარგად აურიეთ ერთმანეთში 1(ერთი) სადილის კოვზი თაფლი, 3 (სამი) წვეთი იოდი, ამდენივე წყალბადის ზეჟანგი და 2(ორი) ჩაის კოვზი ალოეს წვენი.
- 2 მიღებული სახის ნიღაბი დაიდეთ სახეზე.
- 3 გაიჩერეთ 15 (თხუთმეტი) წუთის განმავლობაში.
- 4 ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
- 5 გაიმშრალეთ სახე სუფთა პირსახოცით
გაფრთხილებები
- მიჰყევით ინტრუქციას.
- დღის მანძილზე ნაკლებად მოიკიდეთ სახეზე ხელი.
- მუდამ გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი.
- არ იკვებოთ ტკბილეულით და საკვებით რომელიც იწვევს ალერგიას.