როგორ მოვემზადოთ პირველი სექსისთვის (ზოგადი რჩევები გოგონებს) - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ პირველი სექსისთვის (ზოგადი რჩევები გოგონებს)

 

პირველ რიგში ვიტყოდი, რომ სასურველია თუ ქალის სხეული ბოლომდე იქნება ჩამოყალიბებული და რეალურად მზად სექსისთვის. მეცნიერების უმეტესობა გვირჩევს, რომ არ დავიწყოთ სექსუალური ცხოვრება 18-19 წლამდე. ზოგი მეცნიერის აზრით კი სექსი 20-21 წლამდე (გოგონასთვის) არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ ასაკამდე ხდება მდედრობითი სქესის, როგორც რეპროდუქტიული ორგანოს ასევე ფსიქოლოგიურად სრული ჩამოყალიბება. მიუხედავად აზრთა სხვაობისა გირჩევთ არ დაიწყოთ სექსუალური ცხოვრება 19 წლამდე.

 

დარწმუნდით, რომ ფსიქოლოგიურად მზად ხართ სექსისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პარტნიორთან სრულიად შიშველი იქნებით და პირველი სექსი ტკივილთან არის დაკავშირებული. ეცადეთ ნელ-ნელა შეეჩვიოთ ერთმანეთს და მაშინ, როდესაც ერთმანეთის აღარ შეგრცხვებათ თქვენ მზად იქნებით; მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

 

აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები! მითუმეტეს, თუ ერთ-ერთ თქვენგანს უკვე გქონდათ აქტი. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ვენერიული გზით გადამდები ვირუსები და დაავადებები დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი სრულიად ჯანმრთელები ხართ. აქვე ვურჩევდი ყველა გოგონას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ. ეს ვაქცინა უფასო და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის (გოგონებისთვის რათქმაუნდა) და ამ ვაქცინის მიღებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ თუ სექსი არ გქონია! დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პოლიკლინიკებს, რომლებშიც ხართ ჩაწერილი.

 

რაც შეეხება ტკივილს, აქ უკვე ყველაფერი ინდივიდუალურია. თქვენ შეიძლება ძალიან დიდი ტკივილი განიცადოთ, შეიძლება საერთოდ ვერ იგრძნოთ. ეს დამოკიდებულია თქვენი საქალწულე აპკის სისქესა და პარტნიორის პენისის ზომაზე. "დაღვრილი სისხლის" რაოდენობაც ინდივიდუალურია. იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ ტკივილი, გირჩევთ შეიძინოთ ლუბრიკანტი (ძირითადად არ დაგჭირდებათ ვინაიდან საშო თავად გამოყოფს ბუნებრივ ლუბრიკანტს, მაგრამ სტრესის შემთხვევაში შეიძლება ეს ასე არ მოხდეს).

 

ეცადეთ შექმნათ რაც შეიძლება მყუდრო და რომანტიული გარემო პირველი აქტისთვის, ვინაიდან რაც უფრო მოდუნდებით მით ნაკლები იქნება ტკივილი და მეტ სიამოვნებას მიიღებთ პირველი აქტისგან.

 

იმისათვის, რომ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან რამე სახის დაავადების გავრცელება (ასევე არასასურველი ორსულობა) შეიძინეთ პრეზერვატივი.

 

თუ გამოკვლევები აჩვენებს, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ჯანმრთელები ხართ შეგიძლიათ დაკავდეთ სექსით პრეზერვატივის გარეშე. აქ უკვე შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა არ აპირებთ ბავშვის ჩასახვას.

 

პირველი აქტიდან 10 დღის განმავლობაში სექსი აკრძალულია! მომდევნო დღეებში შეიძლება შეინიშნებოდეს მცირე სისხლდენა, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ეს სრულიად ნორმალურია. მე გირჩევდით პირველი სექსის შემდეგ რამდენიმე დღეში მიმართოთ გინეკოლოგს. ის გეტყვით, თუ როგორ ჩაიარა აქტმა და მოგცემთ რჩევებს.

 

ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოთ პირველი სექსისგან, ვინაიდან ის მხოლოდ ერთხელ იქნება თქვენი ცხოვრების განმავლობაში.