ფსიქოლოგია და ურთიერთობები

სექსი

როგორ შევარჩიოთ პრეზერვატივი

ავტორი: ნინო ბერიძე

როდესაც საუბარი გვაქვს სექსზე, ფიზიკურ სიამოვნებასთან ერთად ჩნდება სხვადასხვა ვენერიული დაავადების გავრცელების საშიშროება. არ არის საუბარი წყვილზე რომელმაც ჩაიტარა გამოკვლევები და ზუსტად იცის, რომ არ არის არცერთი ვენერიული დაავადების მატარებელი. ამ დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე სანდო გზაა პრეზერვატივის (კონდომის) გამოყენება. შესაბამისად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ შევარჩიოთ პრეზერვატივი სწორად.

 

საფეხურები

  1. 1
    პირველ რიგში გავეცნოთ პრეზერვატივის ტიპებს. არსებობს როგორც კაცის ასევე ქალის პრეზერვატივი. ყველაზე ხშირად აფთიაქებში გვხვდება მამაკაცის პრეზერვატივი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში დამზადებულია ლატექსისგან. პირველ რიგში გირჩევთ სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ჩაიტარეთ ანალიზი და დაადგინეთ ხართ თუ არა ალერგიული ლატექსის მიმართ, ვინაიდან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნის გაკეთების დროს.
  2. 2
    პრეზერვატივები არსებობს სხვადასხვა სისქის და სპეციფიკაციების. მაგალითად თუ თქვენ გინდათ, რომ უფრო მეტი შეიგრძნოთ აქტის დროს იყიდეთ თხელი (ხშირად უწოდებენ ამ ტიპს Pleasure Max), ხოლო თუ თქვენ გიჭირთ აქტის გახანგრძლივება შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ სპეციალურ პრეზერვატივებს, რომლებიც შეანელებენ თქვენს აღგზნებადობას (ხშირად გვხვდება Long Love დასახელებით).
  3. 3 თუ თქვენი მთავარი მიზანია ჩასახვისგან თავის დაცვა, გირჩევთ:
    1. იყიდოთ პრეზერვატივი, რომელიც შეიცავს სპერმიციდს. სპერმიციდი არის სპეციალური კონტრაცეპციული ნივთიერება, რომელიც კლავს სპერმატოზოიდებს ეაკულაციის დროს, რაც მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ჩასახვას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პრეზერვატივი დაზიანებულია.
    2. იყიდოთ უფრო სქელი პრეზერვატივი, მაგალითად როგორიცაა Durex Extra Safe – თავიდან აგარიდებთ არასასურველ ორსულობას და უფრო დიდხანს დარჩებით „თამაშში“.
  4. 4
    პრეზერვატივების ლუბრიკაცია მრავალფეროვანია. ზოგიერთი საერთოდ არ შეიცავს ლუბრიკანტს (სითხეს რომელიც ამცირებს ხახუნს). ლუბრიკანტის არარსებობა ამაღლებს პრეზერვატივის დაზიანების რისკს. ასე, რომ დააკვირდით წარწერას შეფუთვას (უნდა ეწეროს Lubricated) და ეცადეთ შეიძინოთ პრეზერვატივი ლუბრიკანტით.
  5. 5 შეიძინეთ პრეზერვატივი მხოლოდ ლიცენზირებულ აფთიაქებში! არ ენდოთ ბაზრობაზე, ქუჩაში და სხვა არა სანდო გარემოში მოვაჭრე პირებს. გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობა.
  6. 6 ხარისხიან პრეზერვატივებს შეფუთვაზე აწერია „Electronically Tested” რაც ნიშნავს, რომ ის ელექტრულად არის გამოცდილი და იმის შანსი, რომ მან გიღალატოთ არის ერთი მილიარდთან.
  7. 7 ზოგადად აფთიაქებში იყიდება სტანდარტული ზომის პრეზერვატივები, რომლებიც მოერგება თითქმის ყველას. თუ პრობლემა გაქვთ პრეზერვატივის ზომასთან დაკავშირებით კითხეთ აფთიაქის პერსონალს.
  8. 8 არასდროს შეგრცხვეთ პრეზერვატივის საყიდლად აფთიაქში შესვლა, ვინაიდან თქვენ ბავშვები აღარ ხართ და არაფერ სასირცხვილოს არ აკეთებთ იმით, რომ ზრუნავთ საკუთარ და საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  9. 9 ეცადეთ იყიდოთ ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: Durex, Masculan, Trojan, Lifestyles და ასე შემდეგ.
  10. 10 პრეზერვატივის ფერი, ფაქტურა, არომატი, გემო და ასე შემდეგ უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

გაფრთხილებები

  • პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საკითხს.
  • არ შეიძინოთ საეჭვო ადგილებში საეჭვო პირებისგან.
  • ნუ დაზოგავთ ფულს თქვენს ჯანმრთელობაზე!