როგორ მოვუაროთ ღრძილებს (ხალხური მეთოდები)
იმისათვის, რომ მიაღწიოთ პირის ღრუს სიჯანსაღეს, საჭიროა კბილების ყოველი გახეხვისას გაიკეთოთ ღრძილების მცირეხნიანი მასაჟი. ღრძილების მასაჟი არის მარტივი და იდეალური საშუალება, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს სხვადასხვა სახის დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ის აქრობს შეშუპებას, აუმჯობესებს ცვლის პროცესებსა და სისხლის მიმოქცევას. ეს ყველაფერი, ამავდროულად, აჯანსაღებს კბილებსაც. სწორად შესრულებული მასაჟი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის გადინებას, რის შედეგადაც იკურნება ღრძილებიდან სისხლდენა.
ღრძილების მასაჟის დაწყებამდე წაისვით კბილის პასტა, რომლის შემდეგენლობაშიც შედის სპეციალური სასარგებლო ბიოდანამატები. გაიკეთეთ რღძილების მასაჟი საჩვენებელი და ცერა თითების გამოყენებით. პროცედურა დაიწყეთ ყბის შუა ნაწილიდან, თანდათან გადაინაცვლეთ გვერდებზე. თითების მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით. თითების საშუალებით წრიული მოძრაობების შესრულებისას, შეეცადეთ, ღრძილების მასაჟი იყოს უმტკივნეულო და მარტივი. მასაჟის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-7 წუთამდე. გაიმეორეთ პროცედურა რეგულარულად, დღეში ერთი-ორჯერ.